2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების 22 წლისთავი
2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების 22 წლისთავი
დღეს მთელ მსოფლიოსთან ერთად ვიხსენებთ ნიუ-იორკში, პენსილვანიასა და ვირჯინიაში 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად 3000-მდე დაღუპული და 6000-ზე მეტ დაშავებულ ადამიანს. მათი ხსოვნისა და გამოვლენილი სიმამაცის საპატივცემულოდ, თბილისში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები „საქართველოს მატიანის” მონუმენტის კიბეზე 1980 საფეხური აიარეს, რაც 110 სართულიან მსოფლიო სავაჭრო ცენტრში, სადაც დაიღუპა 2753 ადამიანი, ასვლის ტოლფასი იყო. ამ ტრაგედიის 22 წლისთავზე ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულებს, და ასევე ვადასტურებთ ჩვენს საერთო ღირებულებებს და ძალისხმევას ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების დასაცავად.