წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრი (18 აგვისტო)

The new Rehabilitation Center construction in Tserovani. Photo: Mamuka Bakhtadze Official

წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრი (18 აგვისტო)

“წეროვანში შენდება ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაიჭრნენ. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთადერთი ცენტრი ჩვენს რეგიონში და მსურს, რომ ამ პროექტის მხარდაჭერისთვის ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ჩვენი სამხედროების სოციალური უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, სწორედ ამას ემსახურება წეროვანში სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა და ბინათმშენებლობის პროცესი ჩვენი ოფიცრებისთვის, რომლის შესახებაც მე უკვე არაერთხელ ვისაუბრე. ნებისმიერი ქვეყნის თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხთან, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავს მის ღირსებას და თავისუფლებას, შესაბამისად, ჩვენი გმირი სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება ნომერ პირველი პრიორიტეტული ამოცანაა და ამ ამოცანის შესასრულებლად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ.”

მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი