სახელმწიფო დეპარატმენტის მრჩევლის, შოლეს ვიზიტი მოლდოვაში,საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოში

დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე უხელმძღვანელებს უწყებათაშორის დელეგაციას კიშინიოვში, მოლდოვაში, 17-18 მაისს. ის შეხვდება მოლდოვის მთავრობის წარმომადგენლებს, რათა განიხილონ უკრაინის ომის გავლენა მოლდოვაზე და იმსჯელონ აშშ -მოლდოვის 30-წლიანი პარტნიორობის შესახებ ჩვენი სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში. დელეგაცია ასევე შეხვდება ლტოლვილებს, რომლებიც რუსეთის ომს გამოექცნენ უკრაინიდან. მრჩეველი შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ.

მრჩეველი შოლე 18-19 მაისს თბილისში, საქართველოში გაემგზავრება, ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების შესახებ კონსულტაციებისთვის. ის შეხვდება მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილების განგრძობადი ოკუპაცია, კრემლის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის მისწრაფების მხარდაჭერა დემოკრატიული, მშვიდობიანი, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავალისკენ.

ამის შემდეგ მრჩეველი შოლე გაემგზავრება ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში 20 მაისს, სადაც შეხვედრებს გამართავს პარტნიორებთან გაერთიანებული სამეფოში. შეხვედრებზე იმსჯელებენ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შესახებ საერთო გლობალური პრიორიტეტების საპასუხოდ, მათ შორის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე და ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.