Flag

An official website of the United States government

CTR-ის მიერ გადამზადებული მეცნიერები COVID-19-ისთვის დიაგნოზირების ტესტების შესაძლებლობებს ავითარებენ (23 აპრი
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
აპრილი 23, 2020

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის (CTR)-ის ფარგლებში გადამზადებულმა მეცნიერებმა, რომლებიც  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (NCDC) არიან ამჟამად დასაქმებულები, CTR-ის მიერ აშენებულ რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაში შეიმუშავეს COVID-19-ის დიაგნოზირების ზუსტი დროის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR). აღნიშნულმა დიაგნოსტიკურმა შესაძლებლობამ საქართველოს საშუალება მისცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითების შესაბამისად გაეცა ინფორმაცია დაავადების კონტროლზე. რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიამ მაღალი შეფასება დაიმსახურა, როგორც გადამწვეტა რგოლმა COVID-19-ის გავრცელების კონტროლში, ასევე, ლაბორატორიის შესაძლებლობის გამო, ეფექტიანად ჩაატაროს ტესტირება და კვალდაკვალ მისდიოს ქვეყანაში ვირუსის წარმოშობის კვალს. CTR-მა თავისი წვლილი შეიტანა ადგილობრივი პერსონალისთვის პირადი უსაფრთხოების ნივთების შეძენით, რათა ისინი უსაფრთხოდ რეაგირებდნენ ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელებაზე. თავდაცვის დეპარტამენტის იგივე პროგრამა NCDC-ს ელექტორნული ინტეგრირებული დაავადებათა ზედამხედველობის სისტემის (EIDSS) კონფიგურირებაში დაეხმარა, რათა ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი ოპერაციის სისტემის საშუალებით გამარტივებოდა კომუნიკაცია. NCDC-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, საჭირო ცვლილები თავდაპირველი მოთხოვნიდან 96 საათში შესრულდა. საფრთხის შემცირების პროგრამის სწრაფი რეაგირება და საქართველოს მზაობა, გადაამზადოს უფრო მეტი თანამშრომელი, ასახავს საქართველოს სურვილს, გამოიყენოს EIDSS COVID-19-ის შემთხვევების დასადასტურებლად. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს EIDSS-ის იმპლემენტაციისთვის აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობას, რათა გაუმჯობესდეს პარტნიორების უნარი. ასევე, იმისათვის, რომ მონიტორინგი გაეწიოს, თვალყური ედევნოს და გავრცელდეს ცნობები წარმოქნილ ბიოლოგიურ საფრთხეებზე. საიმედო ელექტრონულ დაავადებათა მეთვალყურეობის სისტემა გადამწყვეტია შემთხვევების დროული გამოქვეყნებისა და ინფორმაციის გავრცელებისთვის.