ხელოვნება ძაღლების დასახმარებლად (21 ნოემბერი)

ხელოვნება ძაღლების დასახმარებლად (21 ნოემბერი)

21 ნოემბერს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა უმასპინძლა საქველმოქმედო ღონისძიებას – “ხელოვნება ძაღლების დასახმარებლად”, რომელიც საქართველოს ძაღლების ორგანიზაციისთვის (DOG) თანხის მოძიებას ემსახურებოდა. საქვეყნოდ აღიარებულმა ტრიო „ბალადამ“, დირიჟორმა, ნანა კალანდაძემ, ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებულმა პიანისტმა, დავით ალადაშვილმა და ჯაზშემსრულებელმა, მაია ბარათაშვილმა ბრწყინვალე საკონცერტო შესრულებით მოხიბლეს სტუმრები. კონცერტს თან ახლდა საქველმოქმედო აუქციონი, საქართველოში ძაღლებზე მზრუნველი გაერთიანება DOG-ის მნიშვნელოვანი საქმიანობის მხარდაჭერისთვის.