ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის კომენტარი მედიასთან სასამართლო სისტემის გამოწვევების შესახებ (11 მაისი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებლი, ნიკოლას ბერლინერი. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლას ბერლინერის კომენტარი მედიასთან სასამართლო სისტემის გამოწვევების შესახებ (11 მაისი)

კითხვა სასამართლო სისტემის კრიტიკასთან და საელჩოს პოზიციასთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლას ბერლინერი:

ამერიკის საელჩო საქართველოში წლებია მუშაობს ამ სექტორთან. ჩვენ USAID-ის საშუალებით ვეხმარებით არასამთავრობო ორგანიზაციების ამ კოალიციას. საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვნია თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა. რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემები და სუსტი წერტილები. ჩემი აზრით, დღეს სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მნიშვნელოვანია ხალხს ჰქონდეს რწმენა, რომ მოსამართლეები ნამდვილად დამოუკიდებლები და მაღალკვალიფიციურები არიან, და რომ ისინი კანონზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, არ არსებობს ამ პრობლემების გადაჭრის ერთი გზა, მაგრამ საბოლოო ჯამში, შეიქმნება კულტურა სადაც ეს ინსტიტუტები განვითარდებიან და ხალხის პატივისცემას მიიღებენ.

კითხვა ლავროვის და ტილერსონის შეხვედრის პარალელურად პრემიერ მინისტრის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლას ბერლინერი:

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამერიკაში უმაღლეს დონეზე მიიღეს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. აშშ-ისგან მან კიდევ ერთხელ მიიღო დასტური საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხანგრძლივი და მყარი მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ ველით, რომ ეს პოზიცია კვლავ გაგრძელდება. აშშ მყარია ამ გადაწყვეტილებაში და ჩვენც ამ აზრზე ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ მინისტრმა თავად მოისმინა ამის შესახებ ახალი ადმინისტრაციისგან.