ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ნარკოტიკების აღმოჩენის სწავლების დამთავრების ცერემონიაზე (8 ნოემბერი)

ელჩის მოადგილის ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ნარკოტიკების აღმოჩენის სწავლების დამთავრების ცერემონიაზე (8 ნოემბერი)

 

კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი: ამერიკაში ჩვენ ვამბობთ, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. მაგრამ ეს ძაღლები, ნამდვილად, სერიოზულად მუშაობენ საქართველოს საზღვრების დასახმარებლად. ამ ძაღლებს და მათ მწვრთნელებს, ოფიციალურ პატრონებს ჰქონდათ ტრეინინგი და პრაქტიკა ამერიკაში და მალე ისინი იმუშავებენ საქართველოში, ბათუმის აეროპორტში, თბილისსა და ქუთაისის აეროპორტში. ამერიკის საელჩოს და საქართველოს მთავრობას შორის ეს თანამშრომლობა უკვე ოთხი წელია გრძელდება და ამ პროგრამის ერთი კარგი შედეგი არის ის, რომ მალე იქნება 16 ძაღლი ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში, რომლებიც ჩართული იქნებიან ნარკოტიკის და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.