ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ქუთაისში სკოლის სარეაბილიტაციო პროექტის გახსნაზე (27 თებერვალი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ქუთაისში სკოლის სარეაბილიტაციო პროექტის გახსნაზე


შეკითხვა ანაკლიის პორტის მნიშვნელობის და სავარაუდო პოლიტიკური გავლენის შესახებ

ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ის არის საჭირო  საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. პორტი დაეხმარება საქართველოს სრულად აითვისოს საკუთარი პოტენციალი და გახდეს ვაჭრობის, ლოგისტიკისა და კომერციული საქმიანობის ცენტრი, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ისე მის მიღმა. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან მასში ამერიკული კომპანიები მონაწილეობენ.

შეკითხვა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე პორტის ფინანსური სირთულეების შესახებ

ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ვიცი, რომ კონსორციუმი ინვესტორებთან ერთად გულდასმით მუშაობს ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ პროექტი განხორციელდება.