ელიზაბეთ რუდის კომენტარი ავღანეთიდან დაბრუნებული ჯარისკაცების დახვედრისას (10 ნოემბერი)

DCM Elizabeth Rood greets Georgian Soldier. Photo: State Dept

ელიზაბეთ რუდის კომენტარი ავღანეთიდან დაბრუნებული ჯარისკაცების დახვედრისას (10 ნოემბერი)


კითხვა
 ღონისძიების შესახებ

ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი:

ჩვენთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ვახლდეთ თავდაცვის მინისტრს საქართველოში დაბრუნებული 23-ე ბატალიონის მამაცი ქართველი ჯარისკაცების დასახვედრად. ეს ჯარისკაცები ავღანეთში მტკიცემხარდაჭერის მისიით იმყოფებოდნენ. ქართველი ჯარისკაცები მსოფლიოში ცნობილნი არიან თავიანთი სიმამაცით, თავდადებით, თავგნაწირვითა და მხნეობით. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მათ მიერ გაწეულ სამსახურს.ამერიკელი ხალხი მადლიერია ქართველი ჯარისკაცების მიერ გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის. 23-ე ბატალიონის ავღანეთში მსახურებას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია; ამბატალიონში დაიჭრა 8 წევრი, რომელთაგანაც ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, ხოლო ერთმა წევრმა უკიდურესი მსხვერპლი გაიღო ამ მისიისა და ქვეყნისათვის. ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს ვცემთ მათ მიერგაწეულ სამსახურს და მადლობას ვუხდით საქართველოს პარტნიორობისთვის.