ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ქალების ბიზნესში ჩართულობის ღონისძიებაზე (20 მარტი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ქალების ბიზნესში ჩართულობის ღონისძიებაზე (20 მარტი)


შეკითხვა ღონისძიების შესახებ

ელიზაბეთ რუდი: ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც ქალები ჩართულნი არიან სამუშაო პროცესებში, შეინიშნება გაცილებით უფრო დიდი ეკონომიკური წინსლვა და განვითარება ყოველი მაცხოვრებლის სასარგებლოდ.სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მოხარულია, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ამერიკის მთავრობის სხვა პროგრამების მეშვეობით, მხარს უჭერს ქალთა სამსახურეობრივ ჩართულობას. მე მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ღონისძიებაში, სადაც გამოვლინდა კომპანიები, რომელთაც დიდი ძალისხმევა გაწიეს ქალებისთვის თანასწორი გარემოს შესაქმნელად და მათი ეკონომიკური განვითარებისათვის.

შეკითხვა ჟენევის ფორმატის შესახებ, რომელიც ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების მიღწევაზეა მიმართული

ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამის გათვალისწინებით, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ და მონაწილეობას ვიღებთ ჟენევის საერთაშიროსო დისკუსიებში, განვიხილავთ უსაფრთხოებისა და სხვა მრავალ გადაუდებელ ჰუმანიტარულ საკითხს, რომელთაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტები წარმოშობს. ჟენევის საერთაშიროს განხილვის მომდევნო რაუნდსა თუ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, კარასინის განცხადების შესახებ კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა, როგორც  ყოველთვის, ჩვენ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე პროგრესის იმედი გვაქვს.

უნდა მოაწეროს საქართველომ ხელი დეკლარაციას?

ელიზაბეთ რუდი: მოლაპარაკების კონკრეტულ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩვენ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეები ბევრი მიმართულებით ველით პროგრესს, იქნება ეს უსაფრთხოების თუ ჰუმანიტარული საკითხები.