ელჩის მოადგილის, ელიზაბეთ რუდის მიმართვა მედიას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (6 ნოემბერი)

ელჩის მოადგილის, ელიზაბეთ რუდის მიმართვა მედიას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (6 ნოემბერი)

ჩემთვის დიდი პატივია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთან და სტუდენტებთან შეხვედრა. ეს არის შესაძლებლობა ვისაუბროთ საქართველოს სასამართლო სისტემის მხარდასაჭერ პროექტებზე, რომელსაც ამერიკის საელჩო დიდი ხანია ახორციელებს. ჩვენ ასევე გვაქვს სამართლის განათლების მიმართულებით პროგრამები, რათა ხელი შევუწყოთ ხელისუფლების განშტოებათა შორის კონტროლისა და ბალანსის მექანიზმებს. ჩემთვის ასევე პატივია, რომ აქ ვარ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ მხარს უჭერს რეზოლუციას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რათა ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ყველა მნიშვნელოვან საკითხს შევეხოთ.