ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ქალთა მეხუთე ყოველწლიურ კონფერენციაზე (27 მარტი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ქალთა მეხუთე ყოველწლიურ კონფერენციაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ქალთა მეხუთე ყოველწლიურ კონფერენციაზე (27 მარტი)


კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ ესწრება და მხარს უჭერს ქალთა მეხუთე ყოველწლიურ კონფერენციას, სადაც ჯილდოვდებიან ქალები მმართველობაში, მთავრობაში, მეწარმეობაში, ბიზნესსა და ეკონომიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველოს სხვა პარტნიორები ხელს უწყობენ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. ეს მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ქალები თანაბარ პირობებში მუშაობენ და როდესაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი რესუსრსები მთლიანად მოახმარონ საქართველოს ბიზნეს და სამთავრობო საქმიანობას, რათა საქართველომ მიაღწიოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების სრულ პოტენციალს.

კითხვა: რა არის ქალების მთავარი გამოწვევა საქართველოში?

აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი: ქვეყნის მმართველობასა და ეკონომიკაში სრული ჩართულობისათვის ქალები აწყდებიან სტრუქტურულ პრობლემებს. ჯერჯერობით, ქალები თანაბრად არ არიან წარმოდგენილნი ბიზნესსა და მთავრობაში, ასევე პარლამენტში. ეს არამხოლოდ საქართველოში ხდება, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ასე რომ, ბიზნესში, მთავრობასა და განათლებაში ქალების მხარდაჭრით ჩვენ შეგვიძლია მოვარღვიოთ ეს სტრუქტურული ბარიერები, რათა ქალებს მიეცეთ საშუალება სრულად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

კითხვა: აპირებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქალების მხარდამჭერი პროგრამების გაგრძელებას?

აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი: დიახ, USAID-ის ეკონომიკური ზრდის პროგრამებით ჩვენ ვაგრძელებთ ქალების მხარდაჭერას მცირე ბიზნესში, მეწარმეობასა და ეკონომიკაში.