ჯეფ რენოს კომენტარი მედიასთან გენდერულ საკითხებზე გამართული მრგვალი მაგიდის ღონისძიებაზე (30 მაისი)

30 May - DCM Reneau at MCC Gender Rountable

ჯეფ რენოს კომენტარი მედიასთან გენდერულ საკითხებზე გამართული მრგვალი მაგიდის ღონისძიებაზე (30 მაისი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ჯეფ რენო: ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ათასწლეულის გამოწვევის კორპირაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ვესწრები პარლამენტის წევრებთან და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. ეს პროგრამა გამიზნულია გოგონებისა და ქალების STEM მიმართულებებით (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) დაინტერესებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რადგან გოგონებისა და ქალების გაძლიერებით ჩვენ ვეხმარებით მათ ჩართულობასა და განათლებას STEM მიმართულებებში. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ეკონომიკურად ძალიან მომგებიანია. ეს პროგრამა ასევე გვაძლევს საშუალებას ხელი შევუწყოთ STEM სფეროებში მომუშავე გოგონებსა და ქალებს. ამ სფეროში უთანასწორობის აღმოფხვრით ვეხმარებით როგორც გოგონებისა და ქალების ჩართულობას, ასევე საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობას, რადგან მასში ყველა თანაბრად იქნება ჩართული.