მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ალან ს. პერსელი
ალან პერსელმა დაიკავა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა 2023 წლის ივნისში. 2021-2022 წლებში იგი იყო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კიევში, უკრაინაში. მანამდე, ალან პერსელი მსახურობდა სხვადასხვა პოზიციებზე სახელმწიფო დეპარტამენტში, ვაშინგტონში: 2019-2020 წლებში ასრულებდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მოვალეობას დემოკრატიის , ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროში, ხოლო 2011-2013 წლებში იყო კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორის მოადგილე. ალან პერსელს, ასევე, ნამსახურები აქვს აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში საქართველოსა და უკრაინაში, აგრეთვე საბერძნეთში, მოლდოვასა და უნგრეთში. მას დამთავრებული აქვს კენტუკის უნივერსიტეტი და ეროვნული ომის კოლეჯი. ალან პერსელი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.