აშშ-ის მისიის უფროსის მოადგილე რიან ჰარისი თბილისის ნატო-ევროკავშირის ცენტრში სტუდენტებს მიმართავს

დღეს აშშ-ის მისიის უფროსის მოადგილემ რაიან ჰარისმა სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად დაადასტურა, რომ საქართველოს დასავლური მისწრაფებები არის ინკლუზიური პროექტი, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მოსახლეობას ოკუპირებული რეგიონებიდან და არაქართულენოვანი უმცირესობების ჯგუფებიდან. აშშ-ის მისიის უფროსის მოადგილე ჰარისი და მინისტრი ახვლედიანი მიესალმნენ სტუდენტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან თბილისში, ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, რომელიც ერთ-ერთია იმ 11 ცენტრიდან,რომელსაც მხარს აშშ-ის საელჩო უჭერს. სტუდენტებთან შეხვედრაზე მისიის უფროსის მოადგილე ჰარისმა განმარტა, რომ ”საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესი ხელს უწყობს უცხოურ ინვესტიციებს, ამცირებს უმუშევრობას და აუმჯობესებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხს. ნატო-ევროკავშირის ცენტრების მხარდაჭერასთან ერთად , აშშ-ის საელჩო დახმარებას უწევს სხვა პროექტებს, რომლებიც ზრდის გამჭვირვალობას, ეწინააღმდეგება მავნე გავლენებს, ხელს უწყობს ქვეყნის მედეგობას და აშშ – საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კავშირების განმტკიცებას”.