ელჩის მოადგილე რაიან ჰარისმა ფრეზეთის საჯარო სკოლაში განახლებული სამეცნიერო საკლასო ოთახი გახსნა

მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა ბავშვებში კრიტიკული აზროვნების უნარებს ავითარებს და მათ 21-ე საუკუნის კარიერისთვის ამზადებს. საქართველოს მოქალაქეები აღნიშნულ სფეროებში ძლიერი უნარებით ახალი ბიზნესების წამოწყებას შეძლებენ და ეკონომიკის ზრდას დაეხმარებიან.
დღეს ელჩის მოადგილე რაიან ჰარისმა ფრეზეთის საჯარო სკოლაში განახლებული სამეცნიერო საკლასო ოთახი გახსნა. აღნიშნული პროექტი აშშ-ის საელჩოს ბუქმობილმა – მოძრავმა ბიბლიოთეკამ განახორციელა.
ოთახი აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის – NASA-ს სახელობისაა და წარმოადგენს სივრცეს, სადაც 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან ბავშვები იპოვიან შთაგონებას, შესაძლებლობებსა და აქტივობებს სამყაროს შესასწავლად.