Flag

An official website of the United States government

აშშ-ის მოქალაქის გარდაცვალება
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი

საქართველოში ამერიკის მოქალაქის გარდაცვალების ყველა შემთხვევაზე ინფორმაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაეცეს საკონსულო განყოფილებას. საკონსულოს თანამშრომელი შეატყობინებს გარდაცვლილის უახლოეს ნათესავს და აცნობებს მას დამარხვის ან გარდაცვლილის ცხედრის გადასვენების ვარიანტებს. თუ უახლოესი ნათესავი თანახმაა, საკონსულოს თანამშრომელს შეუძლია იმოქმედოს მისი წარმომადგენლის რანგში ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ცხედრის ამერიკაში გადასვენების ხარჯები მაღალია და ოჯახმა ეს თანხა წინასწარ უნდა გადაიხადოს. იმ შემთხვევაში თუ ოჯახი გადაწყვეტს გარდაცვლილის აშშ-ში გადასვენებას, საკონსულო განყოფილება მოამზადებს საჭირო დოკუმენტაციას. საკონსულო განყოფილება აგრეთვე მოამზადებს გარდაცვალებაზე საკონსულო ანგარიშს, რაც ეფუძნება საქართველოში შედგენილ გარდაცვალების მოწმობას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ამერიკაში უძრავი ქონებისა და სხვა საკითხების განხილვისას. გარდაცვალებაზე საკონსულოს ანგარიშთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციიისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:
http://travel.state.gov/content/passports/english/abroad/events-and-records/death.html

Disposition of the Remains Report (PDF 148 KB)