სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბრიჯით ბრინკისა და ელჩი კელის კომენტარი მედიასთან, მაკკეინის კონფერენციაზე (12 სექტემბერი)

სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბრიჯით ბრინკისა და ელჩი კელის კომენტარი მედიასთან, მაკკეინის კონფერენციაზე (12 სექტემბერი)

 

შეკითხვა კონფერენციის შესახებ

ელჩი კელი: ვფიქრობ, პირველ რიგში, თავად ფაქტი, რომ გვაქვს გაცილებით მაღალი დონე და ფართო მონაწილეობა /ამ კონფერენციაში/  არის იმ ყველაფრის ჯეროვანი დაფასება, რის მიღწევასაც საქართველო ცდილობს, და გამოხატულება  იმისა, თუ რაოდენ დიდია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და რაოდენ დიდია ინტერესი,  რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს.  ვფიქრობ მშვენიერი დებატები გვქონდა , რომელშიც ეს-ესაა მივიღე მონაწილეობა. ძალიან კარგი იყო, რომ პრემიერ მინისტრმა და პრეზიდენტმა  ძალიან ღიად ისაუბრეს იმ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო დგას.

შეკითხვა: თქვენ ახსენეთ, რომ ქართველები ფრთხილობენ გადაწყვეტილების მიღებისას. შეგიძლიათ განგვიმარტოთ რა იგულისხმეთ და ასევე გვითხრათ კონკრეტულად რომელ საქმეებზეა საუბარი? 

ელჩი კელი:  კონკრეტული ფაქტები არ მიგულისხმია, ეს ზოგადად /ვთქვი/. უბრალოდ შევეცადე წარმომეჩინა განსხვავება იმ მიდგომებთან მიმართებაში, რაც  ამერიკაში არსებობს, სადაც მოსამრთლემ, რომელიც ვაშინგტონიდან 6000 მილის დაშორებით  /მსახურობს/, მიიჩნია, რომ მას შეეძლო გამოსულიყო   მთავრობის მეთაურის ძალაუფლების წინააღმდეგ და შეეჩერებინა აღმასრულებელი ბრძანება, რადგანაც მისი შეხედულებით, ამ ბრძანების მართებულობის მისეული შეფასებით, მან იგრძნო საჭიროება მასში ცვლილებების შეტანისა.

ამ კონკრეტული მაგალითით მე შევეცადე მეჩვენებინა სასამართლო სისტემის როლი. მოსამართლეები უნდა იყვნენ  აღჭურვილნი სათანადო  უფლებით, რათა დაინახონ  საკუთარი როლი ისეთივე მნიშვნელოვნად, როგორიც აღმასრულებელი ხელისუფლებისაა. ზუსტად ამ განსხვავების წარმოჩენა მინდოდა და კონკრეტული მაგალითები არ მქონია მხედველობაში. ეს ისაა, რაც მომისმენია აქ ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებისაგან და  ვფიქრობ, რომ  ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს ასეთი მიდგომები.

შეკითხვა: რას ფიქრობთ პრეზიდენტ მარგველაშვილის შეთავაზებაზე კონსტიტუციასთან დაკავშირებით. მართებულია თუ არა საუბარი  ალტერნატიულ ცვლილებებზე კონსტიტუციაში და შეუწყობს თუ არა ეს ხელს პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევას საქართველოში?

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრინკი: მადლობა ამ შეკითხვისათვის, ეს ნამდვილად ძალზედ მნიშვნელოვანია. მე მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ვიზიტის მანძილზე. კონსტიტუციური რეფორმის საკითხი,  რა თქმა უნდა, არის საკითხი რომელიც უმნიშვნელოვანესია  კანონიერად არჩეული პარლამენტისა და ქართველი ხალხისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენ გვქონდა ორი რეკომენდაცია. პირველი- ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა საკონსტიტუციო ცვლილებები, აუცილებელია, რომ პარლამენტმა და მთავრობამ გამოიყენოს ყველა არსებული შესაძლებლობა, რათა მიიღწეს კონსენსუსი. და მეორე- რასაც დიდი ხანია ვამბობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია იქნას გათვალისწინებული.

შეკითხვა : რაც შეეხება  რუსთავი 2 საქმეს,  მოგეხსენებათ ტელევიზიის წინაღმდეგ კამპანია ორი წლის წინ დაიწყო. რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიისათვის  კრიტიკული მედიის არსებობა?

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრინკი: ჩვენი პოზიცია უცვლელია, ნებისმიერ დემოკრატიაში, მათ შორის ჩემი /ქვეყნის/, ძალიან მნიშვნელოვანია პლურალისტური მედია გარემო, რასაც  ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს . ეს კარგია  როგორც განათლების , ასევე მოქალეების მხრიდან  ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით და ესაა ჩვენი პოზიცია საქართველოსთან  მიმართებაშიც.

შეკითხვა: კონსტიტუციასთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა ისეთი დოკუმენტის არსებობა, რომელზედაც იქნება  საყოველთაო ეროვნული კონსენსუსი პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან?

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრინკი: არ ვიცი შესაძლებელია თუ არა, თუმცა ჩვენი მოწოდებაა, რომ ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე გამოყენებული იქნას ყველა შესაძლო საშუალება   კონსენსუსის მისაღწევად.