ბრიჯით ბრინკის პასუხები ჟურნალისტების შეკითხვებზე პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების შემდეგ (11 სექტემბერი)

Deputy Assistant Secretary Bridget Brink's Media Engagement following the Meetings with Speaker Kobakhidze and Opposition Parties. Photo: State Dept

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბრიჯით ბრინკის პასუხები ჟურნალისტების შეკითხვებზე პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების შემდეგ (11 სექტემბერი)

შეკითხვა: შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრიჯით ბრინკი: პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო პარლამეტის თავმჯდომარეს ამ საღამოს ჩემთან შეხვედრისთვის. Bბოლო ორი დღის განმავლობაში მთელი რიგი საინტერესო შეხვედრები მქონდა პრემიერ-მინისტრთან, პარალმეტის, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. მთავრი მიზანი იყო საერთო ინტერსების შესახებ ინფორმაცისს გაზიარება და ვიცე-პრეზიდენტის ივლისში ვიზიტის შესახებ საუბარი.

შეკითხვა: ოპოზიციასთან ისაუბრეს თუ არა მომავალ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე, და სახელმწიფო მდივნის მოადგილის რეკომენდაციებზე

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრიჯით ბრინკი: ვიცი, რომ საქართველოში მალე ჩატარდება არჩევნები. ჩემი რჩევა მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ არის ძალადობის თავიდან აცილების მნიშვნელობა, და ამაზე საჯაროდ საუბარი. როგორც ვიცი პრემიერ-მინისტრი და სხვებიც ამას წინა არჩევნების დროსაც აკეთებდნენ; მნიშვენლოვანია ადმნისტრაციული რესურსების განკარგვაზე ზედამხედველობა და, ამომრჩევლების მიერ საკუთარი სინდისიდან გამომდინარე ხმის მიცემის უზრუნველყოფა; აგრეთვე დროული და გამჭირვალე რეაგირება საჩივრებსა და ინციდენტებზე, რომლებიც ჩვეულებრივ ნებისმირეი არჩევნების დროს ხდება.

შეკითხვა: მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლონეთისა და უკრაინის საზღვრის გადაკვეთისა და საქართველოს მთავრობის მიერ მისი ექსტრადირების შესახებ

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრიჯით ბრინკი: რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინას, მე ვიცი რომ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი, რომელსაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით. ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ მისი ექტრადირების შესახებ მიმართვის საკითხი უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს ეხება.