სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლში ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს საპატრულო პოლიციას და გამოაცხადებს ახალ რეგიონალურ ინიციატივას ორშა

თბილისი – 2016 წლის 8 თებერვალს აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კ. კელი და საქართველოში ვიზიტად მყოფი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე  ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) საკითხებში მონაწილეობას მიიღებენ INL-ის მიერ საქართველოს საპატრულო პოლიციისათვის შეძენილი მანქანაში დასამონტაჟებელი 19 კომპიუტერის  ერთეულის გადაცემაში. აღნიშნული სამანქანო კომპიუტერები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს შესაძლებლობას მისცემს რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია ძებნილი პირების, ან მოპარული ქონების საიდენტიფიკაციო ნიშნების შესახებ და ამავე დროს განახორციელონ მონაცემთა ჩაწერა ყველა სამსახურებრივი ზარის შესახებ. ამგვარ ინფორმაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალდამცავთა მიერ ეფექტური რეაგირების მოსახდენად. ეს კომპიუტერები ხელს შეუწყობს მონაცემთა სწრაფ გადაცემას და უზრუნველყოფს მონაცემებზე ხელმისაწვდომობას, რაც აუცილებელია საზოგადოებისათვის მომსახურების გაწევისათვის. სამანქანო კომპიუტერების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 85,000 აშშ დოლარს შეადგენს.

INL-ის პროგრამა თბილისში საქართველოს საპატრულო პოლიციასთან 2004 წლიდან თანამშრომლობს და დახმარებას უწევს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის საკითხებში უფროსი მრჩეველის, ტექნიკური დახმარების, პროფესიულ უნარ-ჩვევებში გადამზადებისა და ტექნიკით უზრუნველყოფის სახით. INL ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიასთან და მას სთავაზობს ტრეინინგების ჩატარებას და აღჭურვილობას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მომზადებას იმ გამოწვევებისა და საფრთხეების გადასალახად, რომელთა წინაშეც შესაძლოა ისინი აღმოჩნდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. INL-ის პროგრამა თბილისში მოუთმენლად ელის ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საპატრულო პოლიციასთან, რათა მხარი დაუჭიროს სამართალდამცავთა საქმიანობას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოში.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლში ასევე გამოაცხადებს INL-ის მხარდაჭერას, რომლის  ფარგლებშიც გამოიყოფა  500,000 აშშ დოლარი საქართველოს ინიციატივის, -ჩამოაყალიბოს სამართალდამცავი ორგანოების ლიდერობისა და მართვის რეგიონალური სასწავლო ცენტრი, – განხორციელების ხელშესაწყობად. პოლიციის აკადემიის მეშვეობით ორგანიზებული ტრენინგების ჩასატარებლად აშშ-დან მოწვეული იქნებიან ტრენერები  სხვადასხვა დისციპლინებში. INL-ს განზრახული აქვს ეს კურსები ასევე ჩაუტარდეთ პარტნიორი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს სომხეთიდან, მოლდოვეთიდან, უკრაინიდან და ტაჯიკეთიდან.