
კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით
აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეტ რუდი:
როგორც ეს წვრთნები და დღევანდელი ღონისძიება ამტკიცებს, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ერთგული ქვეყანაა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით საქართველოსთან. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ენთუზიაზმით უყურებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობას და ეს თანამშრომლობა ნათლად ჩანს მთელ მსოფლიოშ. მაგალითად, საქართველო აგზავნის ყველაზე მეტ ჯარისკაცს ნატოს მისიაში ავღანეთში, ვიდრე რომელიმე სხვა მოკავშირე ან პარტნიორი. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოგიცხადოთ სამძიმარი უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილის დაღუპვის გამო, მისი მსხვერპლი ნათელი მაგალითია საქართველოს თავისუფლებისა და მშვიდობისადმი ერთგულებისა.