ინფორმაცია დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) ანალიზის შესახებ
იმისათვის, რომ დადგინდეს ბიოლოგიური ნათესაობა თქვენი სავიზო განაცხადის შეტანის პარალელურად, დნმ ანალიზი შეიძლება იქნეს რეკომენდირებული თქვენს საქმეში. თუ საკონსულოს თანმშრომელი გირჩევთ დნმ ანალიზის გაკეთებას, გთხოვთ წაიკითხოთ ქვემოთ მითითებული ინფორმაცია ყურადღებით და შეასრულოთ მითითებები. დნმ ანალიზის დროს ხდება გენეტიკური მასალის ანალიზი ადამიანის უჯრედებში და დაფიქსირებულია რომ ოჯახური კავშირების შემოწმებისას 99% სიზუსტით იძლევა პასუხს – მშობელსა და შვილზე, და-ძმაზე, და ა.შ. ანალიზი სრულიად ნებაყოფლობითია და მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი უნდა დაიფაროს სრულად ვიზის ან პასპორტის განმცხადებლის და/ან მისი ოჯახის მიერ. ანალიზის შედეგების მიღება როგორც წესი 1 თვის განმავლობაში ხდება, თუმცა ეს ლაბორატორიაზეა დამოკიდებული.
თუ თქვენი ნათესავი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, მისი ანალიზი უნდა გაკეთდეს სისხლის ბანკების ამერიკული ასოციაციის (American Association of Blood Banks (AABB)) მიერ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. პირმა (ებმა), რომელიც აპირებს ანალიზის გაკეთებას, ინდივიდუალურად უნდა აირჩიოს მისი საკუთარი AABB ლაბორატორია (AABB Laboratory), დანიშნოს შეხვედრა და პირდაპირ წავიდეს ანალიზის აღების უბანზე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პირმა გამოიყენოს მე-3 მხარის ვენდორები თავისი ლაბორატორიის ასარჩევად, შეხვედრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად ან ნიმუშების ტრანსპორტირებისთვის. ნიმუშის აღების მოთხოვნილი მეთოდია ბუკალური (ლოყის ან პირის ღრუს) ტამპონი.
საფეხური 1:
მოსარჩელემ და/ან მშობელმა უნდა აირჩიოს AABB აკრედიტირებული ლაბორატორია და მიიღოს საჭირო ზომები დნმ ანალიზის გასაკეთებლად, მათ შორის ყველა განსახილველი მხარის გადასახადების ჩათვლით. მოსარჩელემ და/ან მშობელმა არ უნდა გამოიყენოს მე-3 მხარის ვენდორები თავისი ლაბორატორიის ასარჩევად, შეხვედრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად ან ნიმუშების ტრანსპორტირებისთვის ლაბორატორიის შენახვის-უზრუნველყოფის-ჯაჭვის გავლენის ზონის გარეთ. დნმ ნიმუშები მოსარჩელესთვის და/ან მშობლისთვის უნდა იქნეს აღებული განსაზღვრულ AABB ანალიზის გაკეთების უბანზე აშშ-ში ან ლაბორატორიაში აშშ ტერიტორიის გარეთ.
მოსარჩელეს და/ან მშობლის მიერ არჩეული AABB ლაბორატორია პირდაპირ საელჩოს საკონსულო განყოფილებაში გამოგზავნის ანალიზის ასაღებ ხელსაწყოების ჩანთას, და წინასწარ-გადახდილ, წინასწარ მისამართ-დაწერილ დასაბრუნებლ კონვერტს და ნიმუშის აღების ზუსტ ინსტრუქციებს:
ამერიკის საელჩო საკონსულო განყოფილება
ჯორჯ ბალანჩინის ქ. თბილისი 0131
საფეხური 2:
მას შემდეგ რაც საელჩო მიიღებს თქვენს ანალიზის აღების ხელსაწყოების ჩანთას, საკონსულოს თანამშრომელი დაუკავშირდება განმცხადებელს/მშობელს რომ დათქვას დრო საელჩოში მოსასვლელად დნმ ნიმუშის აღებისთვის. ყველა პირმა, ვისგანაც ნიმუშს აიღებენ უნდა იქონიოს თავისი პასპორტი და პასპორტის 2 სურათი. საელჩო შეამოწმებს და დაადასტურებს ყველა იმ პირის ვინაობას ვისაც ანალიზი ჩაუტარდება. საელჩოს ექსპერტების ჯგუფის ექიმის კაბინეტის ლაბორატორიის სპეციალისტი აიღებს ნიმუშს საკონსულო განყოფილებაში. ტესტის დასრულების შემდეგ საელჩო დაბეჭდავს დნმ ნიმუშებს და გაგზავნის განსაზღვრულ AABB ლაბორატორიაში წინასწარ-გადახდილი კონვერტით.
საფეხური 3:
AABB ლაბორატორიები გაგზავნიან ანალიზის შედეგებს პირდაპირ საელჩოში. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს/მშობელს შეუძლია მიიღოს თავისი საკუთარი შედეგების ასლი ადრე, საელჩოს შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებს შედეგებს პირდაპირ AABB ლაბორატორიიდან. როდესაც საელჩო მიიღებს შედეგებს, ჩვენ დავუკავშირდებით განმცხადებელს/მშობელს საქართველოში.