ინვენტარის გადაცემა დმანისის ახალგაზრდული სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრისთვის (7 მარტი)

Donation of equipment to Dmanisi Youth Medical Education Center. Photo: State Dept

ინვენტარის გადაცემა დმანისის ახალგაზრდული სამედიცინო საგანმანათლებლო ცენტრისთვის (7 მარტი)

დღეს, აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საყოფაცხოვრებო ინვენტარი და აღჭურვილობა გადასცა დმანისის ახალგაზრდულ სამედიცინო-საგანმანათლებლო ცენტრს, რომელსაც სრული რეაბილიტაცია 2017 წელს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის „ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის“ ფარგლებში ჩაუტარდა. სათანადო აღჭურვის შემდეგ, ცენტრი სამედიცინო-საგანმანათლებლო პროგრამებს შესთავაზებს დიაბეტით, ასთმითა და სხვა ქრონიკული არაგადამდები დაავადებების მქონე ბავშვებს. პროგრამის მიზანია ბავშვებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, რაც მათ დაავადებების დაძლევაში დაეხმარებათ.
ინვენტარის გადაცემა განხორციელდა აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს „ნამეტი ქონების“ პროგრამის ფარგლებში და წარმოადგენს იმ ჰუმანიტარული დახმარების ნაწილს, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ყოველწლიურად აწვდის საქართველოს მოსახლეობას.
ცენტრი წარმოადგენს დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, ხოლო სამედიცინო-საგანმანათლებლო პროგრამას გაუძღვება არასამთავრობო ორგანიზაცია „ექთსი“ (ACTS), რომელიც საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი პირველი ამერიკული ორგანიზაციაა.