


აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მოშორებულ სასაზღვრო სექტორებთან მობილობის გაზრდის მიზნით გადასცა ექვსი ერთეული პირადი შემადგენლობის გადამყვანი ტრანსპორტი, ორი ერთეული სატვირთო 6000 ლიტრიანი ტევადობის საწვავის ცისტერნით და შვიდი ერთეული სუზუკის წარმოების მაღალი გამავლობის ავტომანქანა. ეს სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს პერსონალის ადგილებზე განთავსებას და მთელი წლის განმავლობაში ყველა ამინდის პირობებში შესაძლებელს გახდის შორს მდებარე სასაზღვრო სექტორებისთვის საწვავის მიწოდებას. გაზრდილი მობილობის შესაძლებლობა გააუმჯობესებს სასაზღვრო პოლიციის პერსონალის მდგომარეობას, ხელს შეუწყობს პერსონალის უწყვეტ მუშაობას საზღვრისპირა ადგილებში, რაც მიზნად ისახავს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ საზღვრის უკანანო გადაკვეთის აღკვეთის შესაძლებლობის გაძლიერებას.