Flag

An official website of the United States government

ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ კანადეი
ავტორი
21 წუთიანი საკითხავი

პროფესიული კარიერა: 

ვიცე-პოლკოვნიკი კანადეი დაიბადა და აღიზარდა კანზასის შტატის ქალაქ ინდიფენდენსში. 2001 წლის ივლისიდან, ვესტ პოინტის აკადემიაში ჩარიცხვამდე, ის მსახურობდა კანზასის აშშ სახმელეთო ძალების ეროვნულ გვარდიაში მომარაგების სპეციალისტის პოზიციაზე. 2006 წელს, შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის გავლით, იგი ჩაირიცხა აშშ შეერთებული შტატების სახმელეთო ძალების რიგებში, როგორც ჯავშანსატანკო ოფიცერი. ის მსახურობდა სატანკო და კავალერიის სადაზვერვო ქვედანაყოფებში აშშში, ერაყსა და სამხრეთ კორეაში, როგორც ოცმეთაური, შტაბის ოფიცერი, ქვედანაყოფის მეთაური და  ოპერატიული დაგეგმარების ოფიცერი. 2013 წელს ვიცეპოლკოვნიკმა კანადეიმ დაიწყო თავისი კარიერა საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცრად. 2016 წელს ის მსახურობდა პენტაგონში პოლიტიკურ და სამხედრო საკითხების ოფიცრად, შემდეგ კი გადავიდა აშშ ცენტრალურ სარდლობაში J5, სადაც 2018-2021 წლებში ეკავა ქვეყანაზე პასუხისმგებელი განყოფილების დირექტორის თანამდებობა. 2021 წლის აგვისტოში ის გადავიდა ყირგიზეთის რესპუბლიკაში და მსახურობდა სამხედრო თანამშრომლობის ოფისის უფროსად. 2023 წლის აგვისტოდან ვიცეპოლკოვნიკი კანადეი დაინიშნა საქართველოში აშშ საელჩოს თავდაცვის სფეროში საფრთხეების შემცირების სააგენტოს რეგიონალური ოფისის (კავკასია და თურქეთი) ხელმძღვანელად. 

განათლება: 

ვიცეპოლკოვნიკ კანადეის მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი რუსულ ენასა და ლიტერატურაში შეერთებული შტატების ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიიდან (2006) და მაგისტრის დიპლომი  საერთაშორისო პოლიტიკასა და პრაქტიკულ საფუძვლებში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან (2018), . ვაშინგტონი. მას გავლილი აქვს შემდეგი სამხედრო სწავლებები: ჯავშანსატანკო ოფიცრის საბაზისო კურსი, კაპიტნის სამანევრო ოპერაციების საკარიერო კურსი, თავდაცვის ნების შემსწვალელი ინსტიტუტის რუსული ენის კურსი, სამეთაურო და გენერალური შტაბის კოლეჯის თავდაცვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კურსი და არმიის ომის კოლეჯის თავდაცვის სტრატეგიის კურსი. 

ჯილდოები: 

ვიცეპოლკოვნიკი კანადეის სამხედრო ჯილდოები და რეგალიები მოიცავს ბრინჯაოს ვარსკვლავს (მეორე ჯილდო), მედალს თავდაცვის სფეროში დამსახურებებისთვის(მეორე ჯილდო), მედალს სახმელეთო ძალებში სამსახურისთვისსახმელეთო ძალების ქების მედალს, მედალს სახმელეთო ძალებში  მიღწევებისთვის (მეორე ჯილდო) და მედალს ერაყის კამპანიაში მიღებული მონაწილეობისთვის (3 ვარსკვლავი).