

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო შსს-სN4 სასაზღვრო სექტორ „ქედას“ ეწვივნენ (8 თებერვალი)
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი სტუმრები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთოსაზღვრის დაცვის დეპარტამენტის N1 სამმართველოს (ბათუმი) N4 სასაზღვრო სექტორ „ქედას“ ეწვივნენ. DTRA-ს უფროსის მოადგილეს, კონტრადმირალ სკოტ ჯერაბეკსა და დელეგაციის სხვა წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დათო ნიკოლეიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრასასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი.
სექტორი „ქედა“ დასავლური სტანდარტების შესაბამისად არის აშენებული. აღნიშნული სასაზღვრო სექტორის მშენებლობა აშშ–ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დახმარებითა და დაფინანსებით განხორციელდა