14 აპრილს აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეთა შემცირების სააგენტოს (DTRA) ევრაზიის ოფისის წამომადგენელი კრისტოფერ ფლოიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა
დიპლომატთა კლუბს ესტუმრა. მან ისარგებლა შემთხვევით და უნივერსიტეტის სტუდენტებს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების საწინააღმდეგოდ საქა რთველოსა და შეერთებული შტატების მიერ მიღებულ ზომებზე ესაუბრა. მან ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიული საფუძვლები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც მიმოიხილა.