ელჩი კელი შეხვდა საქართველოს ბიომეცნიერებათა საგრანტო გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტებს (14 ნოემბერი)

ელჩი კელი შეხვდა საქართველოს ბიომეცნიერებათა საგრანტო გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტებს. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ამა წლის 14 ნოემბერს ელჩი კელი შეხვდა საქართველოს ბიომეცნიერებათა საგრანტო გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტებს. ამ კონკურენტულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ იყვნენ მონაწილეები:  ნათია ქარცხია, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოდან, ანა კაპანაძე, საქართველოს სოფლისმეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიიდან და გიორგი ჩახუნაშვილი, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან.  ეს მაღალი კვალიფიკაციის მქონე  ახალგაზრდები გაატარებენ რამოდენიმე თვეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სწავლებას გაივლიან  გამოცდილ მეცნიერებთან და მკვლევარებთან ერთად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისინი დაეხმარებიან თავიანთ ინსტიტუტებს/სააგენტოებს ინფექციური დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკის, კვლევისა და ეპიდზედამხედველობის შესაძლებლობების განვითარებაში.