აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო დახმარებას უწევს დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ლუგარის ცენტრს ვირუსის ნეიტრალიზაციისთვის  ტესტე

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო დახმარებას უწევს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს/ლუგარის ლაბორატორიას აწარმოონ კვლევები SARS-CoV-2 და COVID-19-ის შესასწავლად.

თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადასცა ვირუსის ნეიტრალიზაციის სამი სუროგატული ტესტის ნაკრები, რომელიც ამერიკაში, ნიუ ჯერსიშია წარმოებული და წარმოადგენს ახალ ტექნოლოგიას, რომელიც განსაზღვრავს გამანეიტრალებელი ანტისხეულების დონეებს SARS-CoV-2 ვირუსთან მიმართებაში. ეს ახალი ტექნოლოგია გადამწყვეტია COVID-19 -ით დაავადებული ადამიანების უფრო სიღრმისეულად კვლევაში, იმუნიტეტის დაცვის მექანიზმების შესწავლაში და ვაქცინაციისათვის. ეს ნაკრებები წარმოადგენს სწრაფი ტესტირების საშუალებებს, რომლის საბოლოო შედეგები გამოვლინდება შემდგომ კვლევებში, კლინიკებისა და საავადმყოფის პირობებში. ამ ნაკრებებს შეუძლიათ, დიდი წვილილი შეიტანონ გლობალური პანდემიისაგან დაცვასა და მკურნალობის პროცესში. ისინი გადამწყვეტი იარაღებია კვლევითი ჯგუფებისათვის.

ამ ნაკრებებით წარმოებული კვლევა საშუალებას მისცემს ქართველ მკვლევარებს, შეისწავლონ ვირუსი და COVID-19 ვირუსით დაავადებული პაციენტების რეაგირება, რათა გაძლიერდეს ქვეყნის ბრძოლის უნარი ამ დაავადების წინააღმდეგ და მისცემს შესაძლებლობას იხელმძღვანელოს მომავალ კვლევებში იმუნიტეტის დაცვის მექანიზმებსა და ვაქცინაციაზე.