ამერიკული კუთხეები

ამერიკა საქართველოში

ამერიკული კუთხეები არის მცირე, ამერიკული სტილის საზოგადოებრივი ცენტრები, რომლებიც მდებარეობს ადგილობრივ ბიბლიოთეკებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში. ამერიკული კუთხეების საქმიანობა პარტნიორობაზეა აგებული. ამერიკული კუთხეების მიზანია, ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებით. ამერიკული კუთხეები ხელმისაწვდომი და ღიაა საქართველოს ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის.
ამერიკული კუთხეების ყოველდღიურ საქმიანობასა და სხვადასხვა პროგრამებს შორისაა სპიკერების პროგრამა ინგლისურენოვანი სპიკერების მონაწილეობით, ინგლისური ენის კურსები, ამერიკული ფილმების ჩვენებები, წიგნისა და კითხვის კლუბები, სადისკუსიო კლუბები, „Makerspace” („ხელმარჯვეთა სივრცე“) და ამერიკული დღესასწაულების აღნიშვნა.
ამერიკული კუთხეები გთავაზობთ სწავლის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის აუცილებელ რესურსებს, როგორიცაა: წიგნები, ფილმები, თამაშები, „Makerspace“
აღჭურვილობა, 3D პრინტერისა და უფასო ინტერნეტის ჩათვლით.

რას გთავაზობს ამერიკული კუთხე?

  • გაიუმჯობესე ინგლისური ენის ცოდნის დონე;
  • გაიგე მეტი ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობის შესახებ;
  • გაიღრმავე ცოდნა ლიდერობასა და მეწარმეობაში;
  • დაესწარი საინტერესო საჯარო პროგრამებს ინგლისურ და ქართულ ენებზე;
  • გაეცანი ამერიკულ დღესასწაულებსა და ტრადიციებს;
  • გაიგე მეტი ამერიკულ საზოგადოებასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე;
  • მიიღე თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მიიღე წვდომა 6,000-ზე მეტ სხვადასხვა დასახელების წიგნთან და 500-ზე მეტ აუდიო და ვიდეო მასალასთან;
  • ითამაშე 30-ზე მეტი თამაში, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის;
  • გამოიყენე სივრცე შენი იდეებისა თუ პროექტების რეალიზებისათვის; და
  • შეიძინე მეგობრები და გაიცანი თანამოაზრე ადამიანები.

ამერიკული კუთხეები საქართველოში

ამერიკული კუთხე ბათუმი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა
ვაჟა ფშაველას ქ. #21
Facebook: American Corner Batumi

ამერიკული კუთხე თბილისი
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე
რუსთაველის გამზირი #6
Facebook: American Corner Tbilisi

ამერიკული კუთხე თელავი
თელავის მთავარი ბიბლიოთეკა
ერეკლე მეორის ქ. #1
Facebook: American Corner Telavi

ამერიკული კუთხე ხაშური
ხაშურის მთავარი ბიბლიოთეკა
ძნელაძის ქ. #10
Facebook: American Corner Khashuri

ამერიკული კუთხე ზუგდიდი
ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა
მერაბ კოსტავას ქ. #58
Facebook: Zugdidi American Corner

ამერიკული კუთხე რუსთავი
რუსთავის ცენტრალური ბიბლიოთეკა
შარტავას ქ. #11
Facebook: American Corner Rustavi

ამერიკული კუთხე ახალციხე
ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკა
თამარ მეფის ქ. #6ა
Facebook: American Corner Akhaltsikhe

ამერიკული კუთხე ქუთაისი
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა
დუმბაძის ქ. #2
Facebook: Kutaisi American Corner

Bookmobile
წეროვანი, ფრეზეთი და გალავანი
Facebook: U.S. Embassy Bookmobile

ამერიკული თარო გორი
გორის ცენტრალური ბიბლიოთეკა
სტალინის ქ. #8
Facebook: American Shelf Gori

iSpace
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო
ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი #29, თბილისი
tbilisiispaceinfo@state.gov