გოგონების საზაფხულო STEAM ბანაკი, ქალები მეცნიერებაში

გოგონების საზაფხულო STEAM ბანაკი, ქალები მეცნიერებაში 2018

 

შეუერთდით გოგონებს მთელი მსოფლიოდან, რათა ისარგებლოთ ამ უნიკალური საგანმანათლებლო შესაძლებლობითა და მდიდარი კულტურული  გამოცდილებით 2018 წლის გოგონების STEAM ბანაკში, რომელიც საქართველოში გაიმართება 12-25 აგვისტოს. STEAM-ი აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიას, ხელოვნება და დიზაინს და მათემატიკას. ბანაკს აქვს როგორც STEAM-ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც გაუძღვებიან  სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, ასევე ლიდერობის განვითარების აქტივობები და საგანმანათლებლო ექსკურსიები საქართველოს მასშტაბით.

WiSci მოუწოდებს ყველა კვალიფიცირებულ კანდიდატს, შემოიტანოს განაცხადი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აპლიკანტი უნდა იყოს მდედრობითი სქესის საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის ან აშშ-ის მოქალაქე ან რეზიდენტი და დარჩენილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 სასწავლო წელი. ბანაკის მონაწილეები უნდა იყვნენ 15-დან 18 წლამდე 2018 წლის აგვისტოსთვის.

მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტებს მოეთხოვებათ მშობლის ან მეურვის თანხმობა, ასევე ბანაკში სრული დასწრება და რეგულარული (მინიმუმ კვირაში ერთხელ) წვდომა ინტერნეტთან სახლში, სკოლაში, საზოგადოებრივ ცენტრში, ინტერნეტ კაფესა თუ სხვა ადგილებში.

სააპლიკაციო პროცესი:

აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://girlup.org/wisci/. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა არის 22 აპრილი, 23:59 EST.  აპლიკაციის შევსებამდე გთხოვთ, გაეცნოთ ხშირად დასმულ შეკითხვებს, რათა დარწმუნდეთ, რომ აკლმაყოფილებთ ყველა მოთხოვნას.

სისტემის ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში აპლიკაციის PDF ფორმა შეგიძლიათ, მოითხოვოთ შემდეგ იმეილზე: wisci@girlup.org; დამატებითი კითხვებით ბანაკთან და სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებით მოგვმართეთ შემდეგ იმეილზე:wisci@girlup.org