აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის გრანტი

2022 წლის აშშ-ის ელჩის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (AFCP)

 

საკონკურსო განაცხადების შერჩევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 

10 000$-დან 500 000$-მდე  ღირებულების პროექტებზე 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს  საპროექტო განაცხადის  აბსტრაქტების მიღებას აშშ-ის ელჩის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) 2022 წლის კონკურსში. გთხოვთ, ქვემოთ იხილოთ დეტალები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

Პროგრამა AFCP-ის მეშვეობით სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებს სამი  მიმართულებით:

  1. კულტურული ძეგლები – როგორიცაა, ისტორიული შენობები, არქეოლოგიური ობიექტები და არამხოლოდ;
  2. კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები – მუზეუმიდან,  ისტორიულ-კულტურული ადგილებიდან ან მსგავსი დაწესებულებებიდან- მაგალითად: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები (ობიექტები), ნახატები, სკულპტურები, ხელნაწერები,  და ზოგადი სამუზეუმო ექსპონატების  კონსერვაციის საჭიროება;
  3. ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის  ფორმები – როგორიცაა ტრადიციული მუსიკა, ადგილობრივი ენები, ტრადიციული რეწვის სახეობები.

 წარდგენის ვადა: პროექტის აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 26 ნოემბრის 18:00 საათი. 18:00 საათის შემდგომ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება. განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტით,  მისამართზე: TbilisiCultural@state.gov

დაფინანსების ზოგადი პრიორიტეტები: AFCP რეკომენდაციას გაუწევს იმ პროექტების დაფინანსებას, რომლებიც შეესაბამება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გაიდლაინებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები შეიძლება იყოს:

  1. კულტურული ძეგლები:  უძველესი ან ისტორიული შენობის შენარჩუნება/დაცვა, არქეოლოგიური ობიექტის შენარჩუნება/დაცვა (არქეოლოგიურ ობიექტების გადახურვის გარდა), რეგიონში კულტურული ღირებულების მქონე ობიექტების  აღწერა/დოკუმენტაცია დაცვის მიზნით.
  2. კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები: ნივთის  ან კოლექციის  დამუშავება კონსერვაციის მიზნით; კოლექციის საჭიროებების განსაზღვრა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე და  სტრატეგიის შემუშავება მისი მდომარეობის შენარჩუნების ან გაუმჯობესებისათვის; კოლექციის აღრიცხვა  მისი დაცვისა და შენარჩუნების მიზნით; კოლექციის შენახვისა და გამოფენისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; სპეციალიზირებული ტრენინგი კოლექციის მოვლა-დაცვის საკითხებში.
  3. ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის  ფორმები: ტრადიციული მუსიკისა და ცეკვების  დოკუმენტაცია და აუდიოვიზუალური ჩაწერა ფართო გავრცელებისა და  სასწავლო, აგრეთვე მისი სამომავლო შენარჩუნების მიზნებისათვის, ასევე ტრენინგი გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ტრადიციული გამოყენებითი ხელოვნების და ტრადიციული რეწვის სახეობების შენარჩუნების საკითხებში.

2022 წელს AFCP უპირატესობას მიანიჭებს პროექტებს, რომლებსაც ეხება შემდეგი:

  1. კატასტროფის რისკის შემცირების მხარდაჭერა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის, რომლებიც კატასტროფის შესაძლო ზონებშია განლაგებული ან კატასტროფის შედეგად დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა,
  2. Პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს კონფლიქტების მოგვარებას და ეხმარება საზოგადოებას დაახლოებაში.
  3. თანამშრომლობა აშშ-ს საელჩოს სხვა, უკვე არსებულ პროგრამებთან.

ხელშეწყობა პროექტის გამართვაში: 2021 წლის ნოემბრის თვის განმავლობაში, AFCP სთავაზობს აპლიკანტებს  ვებინარებს შემდეგ თემებზე:

კულტურული მემკვიდრეობა და კლიმატის ცვლილება (9 ნოემბერი,  9:00 საათი, EST) რეგისტრაციის ბმული: https://statedept.zoomgov.com/webinar/register/WN_mIukT6K2QjaI9WcNlwyBHw

საზოგადოების ჩართულობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში (16 ნოემბერი, 9:00 საათი, EST) რეგისტრაციის ბმული: https://statedept.zoomgov.com/webinar/register/WN_Ci-8hUwmSgimooXIT5ZY6A

მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება (19 ნოემბერი, 9:00 საათი, EST) რეგისტრაციის ბმული: https://statedept.zoomgov.com/webinar/register/WN_R80A6IN4To-byXCdIyEzDw

AFCP-ი გთავაზობთ პროექტის გამართვისთვის რჩევებს, ტერმინოლოგიურ ლექსიკონს და სხვა მასალას, რომელიც ემყარება წარმატებული პროექტების პრაქტიკას. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია დოკუმენტში სახელწოდებით –  2022 AFCP Project Design Tips.

მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროექტის აბსტრაქტი (გთხოვთ, იხილოთ აბსტრაქტის წარსადგენი სააპლიკაციო ფორმა):

  1. პროექტის სათაური,
  2. პროექტის ვადები (თვეებში),
  3. პროექტის ადგილმდებარეობა და ძეგლის/კოლექციის აღწერილობა,
  4. პროექტის ბიუჯეტი აშშ დოლარში,
  5. პროექტის წარმდგენის/ორგანიზაციის სახელი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია,
  6. პროექტის წარმდგენი ორგანიზაციის დანს ნომერი და სემ-ში რეგისტრაციის სტატუსი,
  7. პროექტის მიზანი, რომელიც აერთიანებს დაცვის მიზნებს და ამ მიზნების მისაღწევად დაგეგმილ აქტივობებს; და პროექტთან მიმართებაში მასპინძელი ქვეყნის ან საზოგადოების უფრო ფართო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად დაგეგმილი აქტივობები,
  8. ხუთი მაღალი ხარისხის ციფრული ფოტო (JPEG) ან აუდიოვიზუალური ფაილი. გთხოვთ, ფოტოები ან აუდიოვიზუალური ფაილები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: Tbilisiafcp@gmail.com

2021 წლის მარტის დასაწყისში, აშშ-ის საელჩო საქართველოში პირადად დაუკავშირდება შერჩეულ აპლიკანტებს, რათა მათ წარადგინონ სრული განაცხადი, რომელიც უნდა მოიცავდეს:

  1. პროექტის თარიღებს,
  2. პროექტის აქტივობების აღწერას და ძირითადი ფაზების განრიგს, საკვანძო თარიღების მითითებით ქრონოლოგიურად (გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ პროექტის განხორციელების უნდა მოხდეს 60 თვეში (5 წელი),
  3. დაგეგმილი სამუშაოს შესწორებული/დეტალური აღწერა (1) მკაფიო გეგმა მიზნის მისაღწევად დაგეგმილი ღონისძიებების და (2) ქვეყნის ან საზოგადოების ჩართულობით უფრო ფართო მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობები (შენიშვნა: როგორც (1) ისე (2) შემთხვევეში ხაზგასმით აღნიშნეთ ყველა ძირითადი ეტაპი და მათი მიღწევის თარიღი. თითოეული აქტივობა ნათლად უნდა მიდიოდეს შესაბამის მიზნამდე. Მთლიანობაში უნდა ჩანდეს მკაფიო და ყოვლისმომცველი გაგება თუ როგორ გეგმავს შემსრულებელი მიაღწიოს დასახულ მიზანს).
  4. ისტორიული, არქიტექტურული, მხატვრული ან კულტურული (არა-რელიგიური) მნიშვნელობის აღწერას ადგილმდებარეობის, კოლექციების ან ტრადიციული გამოხატულების,
  5. შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის ნებართვას პროექტის განხორციელებაზე,
  6. საზოგადოების ინფორმირებულობის გეგმას, რომელიც ასახავს, თუ როგორ აპირებს აპლიკანტი აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის მიერ მხარდაჭერილი აქტივობების წარმოჩენას ბეჭდური, ელექტრონული და სოციალური მედიის საშუალებით,
  7. აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის პროგრამის დასრულების შემდეგ ობიექტის თუ კოლექციის შენარჩუნების გეგმებს და გზებს,
  8. პროექტზე მომუშავე ძირითადი გუნდის წევრების CV-ს ინგლისუ ენაზე,
  9. დეტალურ ბიუჯეტს დაყოფილს ერთ წლიან პერიოდებად (2021, 2022, 2023 და ა.შ.) სადაც ცალკე კატეგორიებად იქნება ჩამოთვლილი ყველა ხარჯი (პერსონალი, დამატებითი შეღავათები, მგზავრობა (დღიური ხარჯის ჩათვლით), აღჭურვილობა, მასალები, კონტრაქტორები, სხვა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ხარჯი, თანამონაწილეობის წილი), მიუთითეთ სხვა წყაროს დაფინანსება და ასევე დასაბუთება საერთაშორისო მგზავრობის შემთხვევაში.(გთხოვთ, იხილოთ ბიუჯეტის ფორმა ექსელში)
  10. ბიუჯეტის აღწერას, სადაც ნაჩვენები იქნება როგორ იქნა ხარჯები შედგენილი (რაოდენობა x ერთეულის ფასზე, ყოველწლიური ანაზღაურება  x პროექტზე დახარჯული დროის შეფარდებაზე) და მსხვილი საბიუჯეტო ხარჯები,
  11. ფედერალური დახმარების სრულ, შევსებულ აპლიკაციას (SF-424), მათ შორის  ინფორმაცია ბიუჯეტის შესახებ არა-სამშენებლო პროგრამებისათვის (SF-424A), გარანტიები არა-სამშენებლო პროგრამებისათვის (SF-424B), და საჭიროების შემთხვევაში, ლობირების მხილების შევსებულ აპლიკაციას (SF-LLL)
  12. შესაბამის დამატებით დოკუმენტაციას, როგორიცაა ისტორიული სტრუქტურის ანგარიშები, აღდგენითი გეგმები და კვლევები, კონსერვაციის საჭიროებების შეფასება და რეკომენდაციები, არქიტექტურული და საინჟინრო ჩანაწერები და ა.შ., შედგენილი შემოთავაზებული პროექტის მოსამზადებლად.

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე აპლიკანტები: სანდო და ანგარიშგასაწევი არა-კომერციული სამართალსუბიექტები, როგორებიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, მუზეუმები, კულტურის სამინისტრო, ან მსგავსი დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ აქვთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტების მართვის სათანადო გამოცდილება და უნარი.

დაუშვებელი აქტივობები და  ხარჯები: AFCP არ დააფინანსებს იმ აქტივობებსა და ხარჯებს, რომელიც მოცემულია ქვემოთ,  აგრეთვე არაშესაფერისად ჩაითვლება ის განაცხადი რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერ ქვემოთ მოყვანილ აქტივობას ან ხარჯს.

  1. კერძო ან კომერციულ საკუთრებაში არსებული კულტურული ობიექტის, კოლექციის, ან უძრავი ქონების დაცვითი ღონისძიება ან შესყიდვა,  მათ შორის იმ ობიექტებისა რომელთა კერძო ან კომერციული საკუთრებიდან საჯარო საკუთრებაში  გადაცემა იგეგმება, ან მიმდინარეობს გადაცემის პროცესი, თუმცა აღნიშნული პროცესი არ არის დასრულებული განაცხადის შეტანის დროისათვის;
  2. ბუნებრივი მემკვიდრეობის (ფიზიკური, ბიოლოგიური ან გეოლოგიური წარმონაქმნების, პალეონტოლოგიური კოლექციების, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა ან მცენარეთა სახეობების, წიაღისეულის და ა.შ.) დაცვა;
  3. ჰომინიდის ან ადამიანის ნაწილების პრეზერვაცია;
  4. ახალი ამბების მედიის  (გაზეთები, რადიო და სატელევიზიო პროგრამები და ა.შ.)  დაცვითი ღონისძიებანი;
  5. ხელმისაწვდომი გამოქვეყნებული მასალების   (წიგნები, პერიოდული გამოცემები) დაცვითი ღონისძიებანი;
  6. საკლასო სასწავლო პროგრამის ან საგანმანათლებლო მასალის შემუშავება/განვითარება;
  7. არქეოლოგიური გათხრები ან საძიებო კვლევები სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის;
  8. ისტორიული კვლევები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კვლევა დასაბუთებულია, როგორც შეთავაზებული პროექტის განუყოფელი ნაწილი;
  9. ახალი ექსპონატების, ნივთების ან კოლექციების შეძენა ან შექმნა ახალი ან არსებული მუზეუმებისათვის;
  10. ახალი შენობის, დამატებითი ნაგებობის   ან მუდმივი საფარველის (მაგ: არქეოლოგიურ ობიექტების გადახურვა) აგება;
  11. ხელოვნების  ან არქიტექტორული ნიმუშების ასლების შექმნა მემორიალური, ან ეკონომიკური განვითარების მიზნებისათვის;
  12. ტრადიციული ცეკვების, სიმღერების, საგალობლების, მუსიკალური კომპოზიციების, დადგმების ან სხვა წარმოდგენების ახალი ან ადაპტირებული ვერსიების შექმნა;
  13. რეპლიკის შექმნა ან რეკონსტრუქცია იმ კულტურული ობიექტების ან ძეგლებისა, რომლებიც აღარ არსებობს ან დანგრეულია;
  14. კულტურული ძეგლის  ფიზიკურად ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა;
  15. კულტურული ძეგლის  ობიექტების ან მისი შემადგენელი ელემენტების გატანა  ქვეყნიდან ნებისმიერი მიზნით;
  16. კულტურული ღირებულების მქონე ნივთების/ობიექტების ან კოლექციების დიგიტალიზაცია, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს აქტივობა  არის  მკაფიოდ განსაზღვრული კონსერვაციისა ან აღწერა/დოკუმენტაციისაკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილი;
  17. კონსერვაციის გეგმის ან სხვა კვლევები გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის დიდი პროექტის ნაწილია, რომელიც გულისხმობს კვლევის შედეგების განხორციელებას.
  18. სარეზერვო თანხები, ფულადი შეწირულობა, ან განახლებადი ფონდები (თანხები უნდა გაიხარჯოს 5 საგრანტო პერიოდში /5 წლამდე პერიოდში/ და არ შეიძლება მათი გამოყენება საქველმოქმედო ან განახლებადი ფონდების შესაქმნელად);
  19. თანხების მოზიდვის  ხარჯები;
  20. სათადარიგო, გაუთვალისწინებელი ან უცნობი ხარჯები;
  21. იმ სამუშაოს ხარჯები, რომელიც შესრულდა საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე;
  22. საზღვარგარეთ მგზავრობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მგზავრობა დასაბუთებულია და არის შეთავაზებული პროექტის განუყოფელი ნაწილი;
  23. მოგზაურობა ან სწავლა პროფესიული განვითარებისათვის მასპინძელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
  24. ინდივდუალური პროექტები, რომელთა ღირებულება 10 000 დოლარზე ნაკლებია;
  25. დამოუკიდებელი ამერიკული პროექტები საზღვარგარეთ.

არაშესაფერისი აპლიკანტები: AFCP არ გასცემს გრანტებს კერძო პირებზე, კომერციულ ორგანიზაციებზე, ან ორგანიზაციებზე, რომლებმაც ვერ შეასრულეს აქამდე მიღებული გრანტების მიზნები ან საანგარიშო მოთხოვნები.

დანს ნომერი და სემში რეგისტრაცია: აპლიკანტი ვალდებულია მოიპივოს დანს ნომერი, ნატოს კომერციული და სამთავრობო უწყების კოდი და დარეგისტრირდეს სემში. გთვოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და შესაძლებელია ამ პროცესს კვირები/თვეები დასჭირდეს, განსაკუთრებით ეხება აშშ-ის გარეთ დარეგისტრირებულ ორგანიზაციების. დანს ნომრის მოპოვება უფასოდ შესაძლებელია შემდეგ ნომერზე დარეკვით 1-866-705-5711, ასევე ელექტრონული განაცხადის შევსებით http://fedgov.dnb.com/webform. აშშ-ის გარეთ დაარსებულმა აპლიკანტებმა ნატოს კომერციული და სამთავრობო უწყების კოდი შეუძლიათ მიიღონ შემდეგ მისამართზე  https://eportal.nspa.nato.int/AC135Public/scage/CageList.aspx. სემი აშშ-ის მთავრობის უფასო, ელექტრონული სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაა. იგი აგროვებს, ამტკიცებს, ინახავს და ავრცელებს მონაცემებს ფედერალური სააგენტოს შენაძენის და გრანტის მინიჭების მისიის მხარდასაჭერად.

Გთხოვთ, საგრანტო კონკურსის/განაცხადის შესახებ კითხვები გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-მისამართზე: Tbilisicultural@state.gov; სათაურის ველში მიუთითეთ: AFCP 2022