აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის მსხვილი გრანტი

2020 წლის აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის საკონკურსო განაცხადების შერჩევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პროექტებზე, რომელთა ღირებულება აღემატება 200 000$

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) 2020 წლის მსხვილი გრანტების პროგრამაში საპროექტო განაცხადის აბსტრაქტების მიღებას.

წარდგენის ვადა: პროექტის აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 29 ნოემბრის 18:00 საათი. 18:00 საათის შემდგომ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება. განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: TbilisiCultural@state.gov

დაფინანსების არეალი: AFCP-ის მსხვილი გრანტების პროგრამა მხარს უჭერს მთავარი, უძველესი არქეოლოგიური ძეგლების, ისტორიულ შენობებისა და მონუმენტების, და ძირითადი სამუზეუმო კოლექციების, რომლებიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის და დაცულია მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით, დაცვა/შენარჩუნების ღონისძიებებს.

დაფინანსების პრიორიტეტები: AFCP-ის მსხვილი გრანტების პროგრამისათვის პრიორიტეტულია ის საპროექტო აქტივობები, რომლებიც არის მართებული და სრულად შეესაბამება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს. მართებული დაცვითი ღონისძიება გულისხმობს აქტივობას, რომელიც იცავს ძეგლის ფასეულობებს, როგორადაც აღიქმება ის დაინტერესებული მხარის მიერ. დაინტერესებულ მხარეში იგულისხმება კულტურის სფეროს ეროვნული, რეგიონული ან ადგილობრივი ხელმძღვანელები/წარმომადგენლები, ადგილობრივი თემი, და სხვა პირები, რომელთაც აქვთ დაინტერესება ძეგლის და პროექტის შედეგების მიმართ. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები შეიძლება იყოს:

1. პრევენციული კონსერვაცია (იმ გარემოებებზე ზემოქმედება, რომელიც აზიანებს ან საფრთხეს უქმნის ძეგლს)
2. სტაბილიზაცია (ფიზიკური ზიანის შემცირება /ჩამონგრევა, კოლაფსი ა.შ./)
3. კონსერვაცია (ძეგლის დაზიანების ან შეუქცევადი ცვლილებებისაგან დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებანი)
4. კონსოლიდაცია (ძეგლის ნაწილების დაკავშირება)
5. ანასტილოზი (ძეგლის პირვანდელი გაცალკევებული ნაწილების ხელახლა
შეერთება)
6. რესტავრაცია (აღარარსებული ფრაგმენტების ჩანაცვლება ახლით, ძეგლის თავდაპირველი სახით აღდგენისათვის, უმეტესწილად გამოყენებადი სახვითი და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშების, აგრეთვე ისტორიულ შენობების აღდგენისას).

მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პროექტის აბსტრაქტი და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

1. ფედერალური დახმარების სრული, შევსებული აპლიკაცია(SF-424), მათ შორის ინფორმაცია ბიუჯეტის შესახებ არა-სამშენებლო პროგრამებისათვის (SF-424A), გარანტიები არა-სამშენებლო პროგრამებისათვის (SF-424B), და საჭიროების შემთხვევაში, ლობირების მხილების შევსებული აპლიკაცია (SF-LLL)
2. პროექტის ძირითადი მონაცემები, სათაური, პროექტის ვადები, ადგილი და ძეგლი.
3. პროექტის წარმდგენის/აპლიკანტის ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო ინფორმაცია, დანს ნომერი და სემ-ში სარეგისტრაციო სტატუსი.
4. სპეციალური სახელწოდება/სტატუსი (ეროვნული ძეგლი, მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი, და .შ.)
5. კანონი(ები), რომელიც იცავს ძეგლს ანდა კოლექციას (მხოლოდ ჩამონათვალი).
6. პროექტის მიზანი რომელიც აღწერს, პროექტის ამოცანებსა და მისაღწევ შედეგებს
7. განაცხადი ძეგლის ან კოლექციის ისტორიული, სახელოვნებო ან კულტურული (არა-რელიგიური) ღირებულების მნიშვნელობის შესახებ.

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე აპლიკანტები: სანდო და ანგარიშგასაწევი არა-კომერციული სამართალსუბიექტები, როგორებიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, მუზეუმები, კულტურის სამინისტრო, ან მსგავსი დაწესებულებები და ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკაში მოქმედი ორგანიზაციები, განსაზღვრული საგადასახადო კოდექსის 501 (c)(3) ნაწილით, რომლებიც არიან დარეგისტრირებული და მოქმედი SAM.gov-ზე და შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ აქვთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტების მართვის სათანადო გამოცდილება და უნარი.
დაუშვებელი აქტივობები და ხარჯები: AFCP არ დააფინანსებს იმ აქტივობებსა და ხარჯებს, რომელიც მოცემულია ქვემოთ, აგრეთვე არ განიხილება ის განაცხადი, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერ ქვემოთმოყვანილ აქტივობას ან ხარჯს.

1. კერძო ან კომერციულ საკუთრებაში არსებული კულტურული ობიექტის, კოლექციის, ან უძრავი ქონების დაცვითი ღონისძიება ან შესყიდვა, მათ შორის იმ ობიქტებისა რომელთა კერძო ან კომერციული საკუთრებიდან საჯარო საკუთრებაში გადაცემა იგეგმება, ან მიმდინარეობს გადაცემის პროცესი, თუმცა აღნიშნული პროცესი არ არის დასრულებული განაცხადის შეტანის დროისათვის;
2. ბუნებრივი მემკვიდრეობის (ფიზიკური, ბიოლოგიური ან გეოლოგიური წარმონაქმნების, პალეონტოლოგიური კოლექციების, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა ან მცენარეთა სახეობების, წიაღისეულის და ა.შ.) დაცვა;
3. ჰომინიდის ან ადამიანის ნაწილების პრეზერვაცია;
4. ახალი ამბების მედიის (გაზეთები, ქრონიკა , რადიო და სატელევიზიო პროგრამები და ა.შ.) დაცვითი ღონისძიებანი;
5. ხელმისაწვდომი გამოქვეყნებული მასალების (წიგნები, პერიოდული გამოცემები) დაცვითი ღონისძიებანი;
6. საკლასო სასწავლო პროგრამის ან საგანმანათლებლო მასალის შემუშავება/განვითარება;
7. არქეოლოგიური გათხრები ან საძიებო კვლევები სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის;
8. ისტორიული კვლევები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კვლევა დასაბუთებულია, როგორც შეთავაზებული პროექტის განუყოფელი ნაწილი;
9. ახალი ექსპონატების ან ნივთების ან კოლექციების შეძენა ან შექმნა ახალი ან არსებული მუზეუმებისათვის;
10. ახალი შენობების, დამატებითი ნაგებობის ან მუდმივი საფარველის (მაგ: არქეოლოგიურ ობიექტების გადახურვა) აგება;
11. ხელოვნების ან არქიტექტურის ახალი ნიმუშების შექმნა მემორიალური, ან ეკონომიკური განვითარების მიზნებისათვის;
12. ტრადიციული ცეკვების, სიმღერების, საგალობლების, მუსიკალური კომპოზიციების, დადგმების ან სხვა წარმოდგენების ახალი ან ადაპტირებული ვერსიების შექმნა;
13. აღარარსებული კულტურული ობიექტების ან ადგილების მოდელების ან მსგავსი რეკონსტრუქციების შექმნა
14. კულტურული ძეგლის ფიზიკურად ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება;
15. კულტურული ძეგლის ობიექტების ან მისი შემადგენელი ელემენტების გატანა ქვეყნიდან ნებისმიერი მიზნით;
16. კულტურული ღირებულების მქონე ნივთების/ობიექტების ან კოლექციების დიგიტალიზაცია, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს აქტივობა არის მკაფიოდ განსაზღვრული კონსერვაციისა ან აღწერა/დოკუმენტაციისაკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილი;
17. დაცვითი ღონისძიებების გეგმები ან სხვა კვლევები გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი დიდი პროექტის ნაწილია, რომელიც გულისხმობს კვლევის შედეგების განხორციელებას.
18. სარეზერვო თანხები, ფულადი შეწირულობა, ან განახლებადი ფონდები (თანხები უნდა გაიხარჯოს 5 საგრანტო პერიოდში /5 წლამდე პერიოდში/ და არ შეიძლება მათი გამოყენება საქველმოქმედო ან განახლებადი ფონდების შესაქმნელად);
19. თანხების მოზიდვის ხარჯები;
20. სათადარიგო, გაუთვალისწინებელი ან უცნობი ხარჯები;
21. იმ სამუშაოს ხარჯები, რომელიც შესრულდა საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე, გარდა 2 CFR 200.458-ით ნებადართული ხარჯებისა, რომელიც ასევე დამტკიცებულია საგრანტო ოფიცრის მიერ;
22. საზღვარგარეთ მგზავრობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მგზავრობა დასაბუთებულია და არის შეთავაზებული პროექტის განუყოფელი ნაწილი;
23. მოგზაურობა ან სწავლა პროფესიული განვითარებისათვის მასპინძელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
24. ინდივდუალური პროექტები, რომელთა ღირებულება 200,000$-ზე ნაკლებია;
25. დამოუკიდებელი აშშ პროექტები საზღვარგარეთ.

არაშესაფერისი აპლიკანტები: AFCP არ გასცემს გრანტებს კერძო პირებზე, კომერციულ ორგანიზაციებზე, ან გრაინტიორებზე, რომლებმაც ვერ შეასრულეს წინათ მიღებული გრანტების მიზნები ან საანგარიშო მოთხოვნები.

საგრანტო ინფორმაცია: საგრანტო თანხის მინიმალური ოდენობაა: 200 000$ პროექტზე. 2008 წლიდან აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფართო-მაშტაბიან პროექტებზე გაცემული გრანტები მერყეობდა 200 000$ დან 800 000$ ფარგლებში, რაც იძლევა საშუალო მაჩვენებელს- 600 000 $.

დანს ნომერი და სემში რეგისტრაცია: აპლიკაციის შევსებამდე, აპლიკანტი რომელიც ითხოვს $25000 ან მეტს ვალდებულია მოიპივოს დანს ნომერი, ნატოს კომერციული და სამთავრობო უწყების კოდი და დარეგისტრირდეს სემში. გთვოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და შესაძლებელია ამას კვირები/თვეები დასჭირდეს, განსაკუთრებით ეხება აშშ-ის გარეთ დარეგისტრირებულ ორგანიზაციების. დანს ნომრის მოპოვება უფასოდ შესაძლებელია შემდეგ ნომერზე დარეკვით 1-866-705-5711, ასევე ონლაინ განაცხადის შევსებით http://fedgov.dnb.com/webform აშშ-ის გარეთ დაარსებულმა აპლიკანტებმა ნატოს კომერციული და სამთავრობო უწყების კოდი შეუძლიათ მიიღონ შემდეგ მისამართზე https://eportal.nspa.nato.int/AC135Public/scage/CageList.aspx სემი აშშ-ის მთავრობის უფასო, ონლაინ სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაა. იგი აგროვებს, ამტკიცებს, ინახავს და ავრცელებს მონაცემებს ფედერალური სააგენტოს შენაძენის და გრანტის მინიჭების მისიის მხარდასაჭერად.

2020 წლის აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის შეახებ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება ხუთშაბათს, 21 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისში
აშშ-ის საელჩოში.

გთხოვთ, შეხვედრაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, პარასკევს 15 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: TbilisiCultural@state.gov