აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მცირე გრანტი

2020 წლის აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის საკონკურსო განაცხადების შერჩევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 10 000$-დან 200 000$-მდე ღირებულების პროექტებზე

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს საპროექტო განაცხადების მიღებას აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) 2020 წლის კონკურსში.
AFCP პროგრამის მეშვეობით სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებს სამი მიმართულებით:

1. კულტურული ძეგლები – როგორიცაა, ისტორიული შენობები, არქეოლოგიური ობიექტები და არამხოლოდ;

2. კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები – მუზეუმიდან, ისტორიულ-კულტურული ადგილებიდან ან მსგავსი დაწესებულებებიდან- მაგალითად: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები (ობიექტები), ნახატები, სკულპტურები, ხელნაწერები, და ზოგადი სამუზეუმო ექსპონატების კონსერვაციის საჭიროება;

3. ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის ფორმები – როგორიცაა ტრადიციული მუსიკა, ადგილობრივი ენები, ტრადიციული რეწვის სახეობები.

საპროექტო განაცხადის წარდგენის ვადა: პროექტის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 29 ნოემბრის 18:00 საათი. 18:00 საათის შემდგომ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება. განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: TbilisiCultural@state.gov

დაფინანსების ზოგადი პრიორიტეტები: AFCP რეკომენდაციას გაუწევს იმ პროექტების დაფინანსებას, რომლებიც შეესაბამება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გაიდლაინებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები შეიძლება იყოს:

1. კულტურული ძეგლები: უძველესი ან ისტორიული შენობის შენარჩუნება/დაცვა, არქეოლოგიური ობიექტის შენარჩუნება/დაცვა (არქეოლოგიურ ობიექტების გადახურვის გარდა), რეგიონში კულტურული ღირებულების მქონე ობიექტების აღწერა/დოკუმენტაცია დაცვის მიზნით.
2. კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები: ნივთის ან კოლექციის დამუშავება კონსერვაციის მიზნით; კოლექციის საჭიროებების განსაზღვრა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე და სტრატეგიის შემუშავება მისი მდომარეობის შენარჩუნების ან გაუმჯობესებისათვის; კოლექციის აღრიცხვა მისი დაცვისა და შენარჩუნების მიზნით; კოლექციის შენახვისა და გამოფენისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; სპეციალიზირებული ტრენინგი კოლექციის მოვლა-დაცვის საკითხებში.
3. ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის ფორმები: ტრადიციული მუსიკისა და ცეკვების დოკუმენტაცია და აუდიოვიზუალური ჩაწერა ფართო გავრცელებისა და სასწავლო, აგრეთვე მისი სამომავლო შენარჩუნების მიზნებისათვის, ასევე ტრენინგი გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ტრადიციული გამოყენებითი ხელოვნების და ტრადიციული რეწვის სახეობების შენარჩუნების საკითხებში.

დაფინანსების პრიორიტეტები AFCP 2020 წლის კონკურსისათვის: დამატებითი ყურადღება დაეთმობა იმ წინადადებებს, რომლებიც აკმაყოფილებს ერთ ან მეტ ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს:

1. იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული ობიექტების შენარჩუნება/დაცვის მხარდაჭერა;
2. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნებისათვის კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა, სეისმოლოგიურად აქტიურ და კატასტროფების რისკის მქონე ადგილებში;
3. კატასტროფის შედეგად დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე აპლიკანტები: სანდო და ანგარიშგასაწევი არა-კომერციული სამართალსუბიექტები, როგორებიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, მუზეუმები, კულტურის სამინისტრო, ან მსგავსი დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ აქვთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტების მართვის სათანადო გამოცდილება და უნარი.
დაუშვებელი აქტივობები და ხარჯები: AFCP არ დააფინანსებს იმ აქტივობებსა და ხარჯებს, რომელიც მოცემულია ქვემოთ, აგრეთვე არაშესაფერისად ჩაითვლება ის განაცხადი რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერ ქვემოთმოყვანილ აქტივობას ან ხარჯს.

1. კერძო ან კომერციულ საკუთრებაში არსებული კულტურული ობიექტის, კოლექციის, ან უძრავი ქონების დაცვითი ღონისძიება ან შესყიდვა, მათ შორის იმ ობიქტებისა რომელთა კერძო ან კომერციული საკუთრებიდან საჯარო საკუთრებაში გადაცემა იგეგმება, ან მიმდინარეობს გადაცემის პროცესი, თუმცა აღნიშნული პროცესი არ არის დასრულებული განაცხადის შეტანის დროისათვის;
2. ბუნებრივი მემკვიდრეობის (ფიზიკური, ბიოლოგიური ან გეოლოგიური წარმონაქმნების, პალეონტოლოგიური კოლექციების, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა ან მცენარეთა სახეობების, წიაღისეულის და ა.შ.) დაცვა;
3. ჰომინიდის ან ადამიანის ნაწილების პრეზერვაცია;
4. ახალი ამბების მედიის (გაზეთები, რადიო და სატელევიზიო პროგრამები და ა.შ.) დაცვითი ღონისძიებანი;
5. ხელმისაწვდომი გამოქვეყნებული მასალების (წიგნები, პერიოდული გამოცემები) დაცვითი ღონისძიებანი;
6. საკლასო სასწავლო პროგრამის ან საგანმანათლებლო მასალის შემუშავება/განვითარება;
7. არქეოლოგიური გათხრები ან საძიებო კვლევები სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის;
8. ისტორიული კვლევები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კვლევა დასაბუთებულია, როგორც შეთავაზებული პროექტის განუყოფელი ნაწილი;
9. ახალი ექსპონატების, ნივთების ან კოლექციების შეძენა ან შექმნა ახალი ან არსებული მუზეუმებისათვის;
10. ახალი შენობის, დამატებითი ნაგებობის ან მუდმივი საფარველის (მაგ: არქეოლოგიურ ობიექტების გადახურვა) აგება;
11. ხელოვნების ან არქიტექტორული ნიმუშების ასლების შექმნა მემორიალური, ან ეკონომიკური განვითარების მიზნებისათვის;
12. ტრადიციული ცეკვების, სიმღერების, საგალობლების, მუსიკალური კომპოზიციების, დადგმების ან სხვა წარმოდგენების ახალი ან ადაპტირებული ვერსიების შექმნა;
13. რეპლიკის შექმნა ან რეკონსტრუქცია იმ კულტურული ობიექტების ან ძეგლებისა, რომლებიც აღარ არსებობს ან დანგრეულია;
14. კულტურული ძეგლის ფიზიკურად ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა;
15. კულტურული ძეგლის ობიექტების ან მისი შემადგენელი ელემენტების გატანა ქვეყნიდან ნებისმიერი მიზნით;
16. კულტურული ღირებულების მქონე ნივთების/ობიექტების ან კოლექციების დიგიტალიზაცია, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს აქტივობა არის მკაფიოდ განსაზღვრული კონსერვაციისა ან აღწერა/დოკუმენტაციისაკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილი;
17. კონსერვაციის გეგმის ან სხვა კვლევები გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის დიდი პროექტის ნაწილია, რომელიც გულისხმობს კვლევის შედეგების განხორციელებას.
18. სარეზერვო თანხები, ფულადი შეწირულობა, ან განახლებადი ფონდები (თანხები უნდა გაიხარჯოს 5 საგრანტო პერიოდში /5 წლამდე პერიოდში/ და არ შეიძლება მათი გამოყენება საქველმოქმედო ან განახლებადი ფონდების შესაქმნელად);
19. თანხების მოზიდვის ხარჯები;
20. სათადარიგო, გაუთვალისწინებელი ან უცნობი ხარჯები;
21. იმ სამუშაოს ხარჯები, რომელიც შესრულდა საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე;
22. საზღვარგარეთ მგზავრობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მგზავრობა დასაბუთებულია და არის შეთავაზებული პროექტის განუყოფელი ნაწილი;
23. მოგზაურობა ან სწავლა პროფესიული განვითარებისათვის მასპინძელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
24. ინდივდუალური პროექტები, რომელთა ღირებულება 10 000 დოლარზე ნაკლებია;
25. დამოუკიდებელი ამერიკული პროექტები საზღვარგარეთ.

არაშესაფერისი აპლიკანტები: AFCP არ გასცემს გრანტებს კერძო პირებზე, კომერციულ ორგანიზაციებზე, ან ორგანიზაციებზე, რომლებმაც ვერ შეასრულეს აქამდე მიღებული გრანტების მიზნები ან საანგარიშო მოთხოვნები.

დანს ნომერი და სემში რეგისტრაცია: აპლიკაციის შევსებამდე, აპლიკანტი რომელიც ითხოვს $25 000 ან მეტს ვალდებულია მოიპივოს დანს ნომერი, ნატოს კომერციული და სამთავრობო უწყების კოდი და დარეგისტრირდეს სემში. გთვოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და შესაძლებელია ამ პროცესს კვირები/თვეები დასჭირდეს, განსაკუთრებით ეხება აშშ-ის გარეთ დარეგისტრირებულ ორგანიზაციების. დანს ნომრის მოპოვება უფასოდ შესაძლებელია შემდეგ ნომერზე დარეკვით 1-866-705-5711, ასევე ელექტრონული განაცხადის შევსებით http://fedgov.dnb.com/webform. აშშ-ის გარეთ დაარსებულმა აპლიკანტებმა ნატოს კომერციული და სამთავრობო უწყების კოდი შეუძლიათ მიიღონ შემდეგ მისამართზე https://eportal.nspa.nato.int/AC135Public/scage/CageList.aspx. სემი აშშ-ის მთავრობის უფასო, ელექტრონული სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაა. იგი აგროვებს, ამტკიცებს, ინახავს და ავრცელებს მონაცემებს ფედერალური სააგენტოს შენაძენის და გრანტის მინიჭების მისიის მხარდასაჭერად.

2020 წლის აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება ხუთშაბათს, 21 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისიში აშშ-ის საელჩოში.
გთხოვთ, შეხვედრაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, პარასკევს 15 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: TbilisiCultural@state.gov