დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა

2022 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამა


განაცხადების მიღების ბოლო ვადა 25 თებერვალი, 2022, 18:00.

 

პროგრამის აღწერა

აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს 2022 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსს. აშშ-ის მთავრობის ინიცირებით პროგრამა 1994 წელს შეიქმნა და იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე მყოფ აშშ-ის საელჩოებს ადგილობრივი დემოკრატიული ინიციატივების დაფინანსების საშუალებას აძლევს.

პროგრამას განიხილავს და პროექტებს შეარჩევს დემოკრატიის მცირე გრანტების კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. კომისიის შემადგენლობაში ასევე არის საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი და აშშ-ის მისიის ადგილობრივი სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლები.

პროგრამის მიზნები:

დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების კომისიის მიზანია დააფინანსოს სპეციფიკური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიას, აძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს და ზრუნავს მოქალაქეთა განათლებაზე საქართველოში. გრანტის მიღება შეუძლიათ საქართველოში დაფუძნებულ და რეგისტრირებულ არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე მედია ორგანიზაციებს.

გრანტის მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ პროექტზე 50,000 აშშ დოლარია.

საპროექტო განაცხადი უნდა ეხებოდეს მოცემული თემებიდან ერთერთს მაინც:

1) ეკონომიკური ზრდა:

  • სასოფლო ეკონომიკური განვითარება/მეწარმეობის განვითარება
  • ტურიზმის განვითარება/სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მენეჯმენტი
  • ზოგადი განათლება (იხილეთ ქვემოთ მოცემული განმარტება)

2) გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია:

  • ქალების გაძლიერება
  • ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართულობა
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობა/ინკლუზიური განათლება
  • ბავშთა უფლებების დაცვა და ბავშვთა კეთილდღეობა

 

3) სამოქალაქო ჩართულობა და ინფორმირებული მოქალაქეები:

  • ჟურნალისტური განათლება და პროფესიონალიზმი
  • ტრენინგი მედიაწიგნიერებასა და მაღალი ხარისხის მქონე დამოუკიდებელი მედია კონტენტის წარმოებაში
  • ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და ადვოკატირება
  • კიბერუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები და ციფრული დიპლომატია

შენიშვნა: ზოგადი განათლების სფეროში წარმოდგენილი პროექტები შესაძლოა მოიცავდეს 1-12 კლასების დონეზე საჯარო სკოლების გაძლიერება-განვითარებას მასწავლებელთა ტრენინგების და პროფესიული განვითარების მეშვეობით; ასევე ონლაინ სწავლების და ვირტუალური პლატფორმების შექმნის პროექტებს, ინოვაციურ პროგრამებს სტუდენტებისთვის, რაც მოიცავს სასკოლო ბიბლიოთკებს, სამეცნიერო და ენების ლაბორატორიებს და სხვადასხვა დამატებით შემეცნებით აქტივობებს. ზოგადი განათლების სტრატეგიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს:

U.S. Government Education Strategy FY2019-2023 and the USAID Education Policy Program Cycle Implementation and Operational Guide)

ინფორმაცია ფედერალური გრანტის შესახებ

  • მოქმედების პერიოდი: 12 თვემდე
  • საპროექტო განაცხადების მიღება: 2021 წლის 17 დეკემბრიდან – 2022 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.
  • მოსალოდნელი გრანტების რაოდენობა: დამოკიდებულია მოთხოვნილი საერთო ბიუჯეტის რაოდენობაზე
  • გრანტის მოცულობა: თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 50,000 აშშ დოლარი.
  • პროგრამის დაწყების მოსალოდნელი პერიოდი: 2022 წლის მაისი
  • დაფინანსების ინსტრუმენტი: გრანტი
  • პროგრამის ხანგრძლივობა: შემოთავაზებული პროგრამები უნდა დასრულდეს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ან უფრო ადრე.

ინფორმაცია პროგრამაში მონაწილეობის შესახებ:

საპროექტო განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს:

  • საქართველოში დარეგისტრირებული არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციები
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
  • საქართველოში რეგისტრირებული დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები.

საყურადღებო ინფორმაცია

  • სააპლიკაციო დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ZIP არქივის ფორმით. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ RAR ფორმატში დაარქივებული დოკუმენტაცია არ მიიღება.
  • ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, მოიპოვონ„Unique Entity Identifier (UEI)“ და დარეგისტრირდნენ საგრანტო მენეჯმენტის სისტემაში: (https://sam.gov/SAM/). განმცხადებლები, რომლებიც არ დააკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნას, არ განიხილებიან დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამისათვის.
  • თანადაფინანსება: პროექტის ბიუჯეტის თანადაფინანსება არ არის სავალდებულო მოთხოვნა.

განაცხადების შეტანის და საპროექტო ანკეტის წარდგენის შესახებ ინფორმაცია

განცხადების შეტანის ფორმა და შინაარსი: გთხოვთ ყურადღებით მიჰყევით ქვემოთ ჩამოთვლილ ინსტრუქციებს. საპროექტო განაცხადები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, არ მიიჩნევა სრულყოფილად და განხილვისთვის შესაფერისად.

საპროექტო ანკეტის შინაარსი
გთხოვთ დარწმუნდეთ:

  • მოთხოვნა გარკვევით ესადაგება დაფინანსების შესაძლებლობის მიზნებსა და ამოცანებს
  • ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი არის ინგლისურ ენაზე
  • ყველა ბიუჯეტი არის წარმოდგენილი აშშ დოლარში და არ შეიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ).ფორმა ელ-ფოსტაზე: TbilisiGrants@state.gov

გთხოვთ გამოაგზავნეთ ერთი დასრულებული განაცხადის ელექტრონული ფორმა ელ-ფოსტაზე: TbilisiGrants@state.gov

გთხოვთ მიუთითოთ პროგრამის სახელწოდება – 2022 Democracy Commission  გამოგზავნილი წერილის სათაურში (subject line).

პროგრამაში მონაწილეობისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტების გამოგზავნა:
ქვემოთ მოთხოვნილი განცხადების ფორმები ხელმისაწვდომია მენიუში მარჯვენა მხარეს:

სავალდებულო განცხადების ფორმები:

  • SF-424 (ფედერალური დახმარების საანკეტო ფორმაორგანიზაციებისთვის)
  • SF-424A (საბიუჯეტო ინფორმაცია არა სამშენებლო პროგრამებისთვის)
  • SF-424B (დამატებითი ფორმა არასამშენებლო პროგრამებისთვის)
  • პროექტის საანკეტო ფორმა
  • პროექტის გუნდის ლიდერის რეზიუმე
  • სარეკომენდაციო წერილები
  • gov-ზე დარეგისტრირების ასლი
  • ორგანიზაციის საჯარო რეესტრში დარეგისტრირების ამონაწერი