ტრენინგი დამწყები კინორეჟისორებისთვის და 16 მოკლე დოკუმენტური ფილმის გადაღება

ტრენინგი დამწყები კინორეჟისორებისთვის  და 16 მოკლე დოკუმენტური ფილმის გადაღება

 

საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება  მიიღებს განაცხადებს დამწყები კინორეჟისორებისთვის ტრენინგის ჩასატარებლად და 16 მოკლე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად.  აშშ-ის საელჩო გასცემს გრანტს 50,000 დოლარამდე ადგილობრივი ქართული არაკომერციული, არასამთავრობო, საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის და გადამღები სტუდიებისთვის  პრაქტიკული კურსის ჩასატარებლად ქალთა გაძლიერების თემაზე ნარატიული დოკუმენტური ფილმების გადასაღებად. საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება შედეგად მოელის 16 მოკლე დოლუმენტურ ფილმს ძლიერ ქალებზე.

ტრენინგი დამწყები კინორეჟისორებისთვის მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას ახალგაზრდა კინორეჟისორებისთვის შესაძლებლობის მიცემით, იყვნენ კონკურენტული საერთაშორისო ასპარეზზე, შეიძინონ გამოცდილება, რაც გაზრდის მათ ბაზარზე მოთხოვნას და შემოსავალს. პროგრამა ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობას ცნობიერების ამაღლებით, უმცირესობების ინტეგრაციით, ქალთა გაძლიერებით, მეწარმეობის ხელშეწყობით, შეზღუდული შესაძლებლობების დაცვით და სამოქალაქო ჩართულობით. ასევე, ზრდის სტრატეგიული კომუნიკაციის მოცულობას, რაც გულისხმობს ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობას და დეზინფორმაციის შეზღუდვას კონკრეტულ თემებზე.

გრანტი ეფუძნება კორპორატიული შეთანხმებას. საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება მნიშვნელოვან წილად ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში, თუმცა გრანტის მიმღები საბოლოოდ  პასუხისმგებელია პროექტსა და მის შედეგზე, საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების მიერ დადასტურებული ბიუჯეტის და სახალხო დიპლომატიის პრიორიტეტების გათვალისწინებით. ნებისმიერი ცვლილება საჭიროა შეთანხმდეს წერილობით ორიევე მხარესთან.

გამარჯვებული ორგანიზაცია გამოაცხადებს კონკურსს საქართველოს მასშტაბით 16 ახალგაზრდა კინორეჟისორის (15-25 წელი, სასურველია მდედრობითი სქესის) შესარჩევად. კინორეჟისორების და ფილმების თემების შერჩევა მოხდება საელჩოსთან სრული კოორდინაციით და თანამშრომლობით.

გამარჯვებულო ორგანიზაცია დაეხმარება კინორეჟისორებს გადაიღონ მოკლე დოკუმენტური ფილმები ხანგრძლივობით 10 წუთამდე. თრეილერები (30-90 წამი) მზად უნდა იყოს  2018 წლის ნოემბრისთვის, დასრულებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები კი (10 წუთამდე) 2019 წლის მარტში.

საგრანტო განაცხადი უნდა მოიცავდეს:

 

  • საქართელოს მასშტაბით 16 ახალგაზრდა კინორეჟისორისთვის (15-25 წელი) მხარდაჭერას გადაიღონ, დაამონტაჟონ და გამოუშვან მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები (10 წუთამდე) ქალების გაძლიერების თემაზე; ტრენინგ კურსს ნარატიული დოკუმენტური ფილმის ვიზუალურად გადმოცემაზე, კონცეფციის განვითარებაზე, პროდაქშენზე და პოსტ-პროდაქშენზე
  • ორგანიზაციის კონტრიბუციას და კორპორატიული სპონსორებისა და დონორების მოზიდვის გეგმას
  • სტრატეგიას ამ ფილმების საქართველოში და საზღვარგარეთ, ფესტივალებისა თუ ჩვენებების მეშვეობით გავრცელებაზე

2018 წელს, აშშ-ის საელჩო ჩამოიყვანს ორ ამერიკელ კინორეჟისორს პროექტის ბენეფიციარებისთვის ვორქშოპების ჩასატარებლად.

შენიშვნა: ორგანიზაციები, რომელთა  საპროექტო განაცხადების ბიუჯეტიც აღემატება $25,000 აშშ დოლარს, ვალდებულნი არიან, მოიპოვონ „Unique Entity Identifier (UEI)“ და დარეგისტრირდნენ საგრანტო მენეჯმენტის სისტემაში: (SAM.gov). განმცხადებლები, რომლებიც არ დააკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნას, არ განიხილებიან გრანტების პროგრამისათვის. SAM.gov რეგისტრაციის ინსტრუქციები თანადართულია PowerPoint პრეზენტაციის სახით.

საგრანტო ანკეტები მიიღება 2018 წლის 6 თებერვლის, 18:00 საათამდე. შევსებული საგრანტო ანკეტები (ერთი ამობეჭდილი ასლი ინგლისურ ენაზე სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად), მითითებულ თარიღამდე უნდა შემოიტანოთ საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში, ამერიკის საელჩოში. მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა 11, თბილისი 0131, საქართველო. ამობეჭდილ ასლთან ერთად ელეტრონული აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: TbilisiGrants@state.gov  ელ.გზავნილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითეთ: Emerging Filmmakers Training and Production of 16 Short Feature Documentaries

კითხვებით მოგვმართეთ Tbilisicultural@state.gov