გამოფენა „განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში” (21 ოქტომბერი)

გამოფენა „განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში” (21 ოქტომბერი)

თბილისი, საქართველო–2016 წლის 24 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო ქსელი „განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში (EducationUSA), გამართავს ამერიკული უნივერსიტეტების მე-7 ყოველწლიურ გამოფენას ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკაში.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 15-ზე მეტი ამერიკული კოლეჯისა და უნივერსიტეტის წარმომადგენელი. მათ შორის ისეთი ცნობილი უნივერსიტეტები, როგორებიცაა, სირაკუზის და კოლორადო ბოლდერის, ნიუ იორკისა და სხვადასხვა შტატების კოლეჯები.

ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს, პროფესიონალებს და  ყველა სხვა დაინტერესებულ პირს  პირდაპირი კავშირები დაამყარონ და ჩააბარონ აშშ-ის უნივესიტეტებსა და კოლეჯებში; გამოფენაზე სტუმრები მიიღებენ  დეტალურ ინფორმაციას აშშ-ში საბაკალავრო, სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამაზე, მათ შორის სტიპენდიების მოპოვების, ჩარიცხვის კრიტერიუმებსა და სხვა მნიშვნელოვან  საკითხებზე.

გამოფენის ორგანიზატორებია: EducationUSA და ფონდი “საერთაშორისო განათლების ცენტრი“, რომელიც  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო ქსელის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. გამოფენა გაიმართება საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ამერიკული საბჭოების მხარდაჭერით.

გამოფენის განრიგი:

ქ. თბილისი, 24 ოქტომბერი, ორშაბათი, 14:00-დან 17:00 სთ-მდე. ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკა, გუდიაშვილის 7.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://www.facebook.com/EducationUsaGeorgia/

ან დაუკავშირდით სალომე ფხალაძეს, საერთაშორისო განათლების ცენტრი. ტელ : 592 953 230.