საგანმანათლებლო ფესტივალი და ამერიკული ბლუზ ბენდის კონცერტი (28 სექტემბერი)

საგანმანათლებლო ფესტივალი და ამერიკული ბლუზ ბენდის კონცერტი (28 სექტემბერი)

აშშ-ის საელჩოს მართავს საგანმანათლებლო ფესტივალს კოდაში, თელავში, ახმეტასა და თბილისში 1-დან 5 ოქტომბრის ჩათვლით. ფესტივალის ფარგლებში საელჩოს მოწვევით ამერიკული ბლუზ ბენდი Matuto გამართავს კონცერტებს. აგრეთვე მოეწყობა საგანმანათლებლო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, ასევე, მასწავლებლებისთვის და მეცნიერებისთვის. მათ ვისაც სურს სწავლა ამერიკაში, განათლების საერთაშორისო ცენტრის (CIE) წარმომადგენელი გააცნობს ინფორმაციას, თუ როგორ მოიძიონ მათთვის სასურველი სასწავლო დაწესებულება, შეავსონ განაცხადები და მოიპოვონ დაფინანსება. ათასწლეულის გამოწვევა საქართველო, რომელიც წარმოდგენილი იქნება ფესტივალზე, სტუდენტებს გააცნობს ინფორმაციას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოში არსებული ფილიალის შესახებ. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება USAID-ის სხვადასხვა პროექტები, ეს იქნება გარემოსდაცვითი, ახალგაზრდული თუ საგანმანათლებლო პროგრამები რომელიც ხორციელდება კოდაში, თეალვში, ახმეტასა და თბილისში.

თითოეულ ორგანიზაციას ექნება საკუთარი მაგიდა, სადაც დეტალურად გააცნობენ თავიანთ საქმიანობას ყველა დაინტერსებულ სტუმარს.

ქვემოთ მოყვანილია ღონისძიებების განრიგი:

შაბათი, 1 ოქტომბერი, 14:00 – კოდას დევნილთა დასახლება
მდებარეობა: კოდას კულტურის ცენტრი

ორშაბათი, 3 ოქტომბერი, 13:00 – თელავი
მდებარეობა: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველოს უნივერსიტეტის ქუჩა)

სამშაბათი, 4 ოქტომბერი,  15:00 – ახმეტა
მდებარეობა: ახმეტის მე-2 საჯარო სკოლა (ყაზბეგის ქ. 35)

ოთხშაბათი, 5 ოქტომბერი, 16:00 – თბილისი
მდებარეობა: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სარკეებიანი დარბაზი, (რუსთაველის გამზ. 6)