ელჩ იან კელის კომენტარი მედიის წარმომადგენლებთან ედუარდ კურტისის გამოფენის გახსნაზე (20 სექტემბერი)

ელჩ იან კელის კომენტარი მედიის წარმომადგენლებთან ედუარდ კურტისის გამოფენის გახსნაზე (20 სექტემბერი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ:

ელჩი კელი: ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ამ გამოფენის გახსნა, რადგან, როგორც მე უკვე აღვნიშნე ჩემს საჯარო გამოსვლაში, მე ვიღებდი მონაწილეობას სადისკუსიო ეტაპზე. ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოს მუზეუმების კურატორები სახლში და ამ შეხვედრის შედეგი იყო ის, რომ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ და ჰქონდათ საშუალება, ენახათ თუ როგორ ვაწარმოებთ ჩვენ საქმეს, სინამდვილეში მუზეუმის მართვა ბიზნესია. და რა თქმა უნდა, როგორც მე უკვე აღვნიშნე, მათ (კურატორებს) ჰქონდათ საშუალება ფოტოები აერჩიათ.

კითხვა იმის შესახებ, თუ გაიმართება გამოფენა თბილისის გარეთ 

ელჩი კელი: მე უკვე სამჯერ ვესტუმრე სვანეთს და ვფიქრობ, რომ სვანეთი ქართველი ხალხის და ქართული კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგანძურს წარმოადგენს. მესტიაში ფანტასტიური მუზეუმი მდებარეობს და ჩვენ ვგეგმავთ, რომ გამოფენა სვანეთშიც ჩავიტანოთ.