ედუარდ კურტისის ნამუშევრების გამოფენის გახსნა (12 სექტემბერი)

ედუარდ კურტისის ნამუშევრების გამოფენის გახსნა (12 სექტემბერი)

 

20 სექტემბერი, 2017

თბილისი, საქართველო – აშშ-ის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ მე-20 საუკუნის სახელგანთქმელი ფოტოგრაფის და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის ნამუშევრების გამოფენის გახსნას. კურტისი 30 წელზე მეტი უძღვებოდა ექსპედიციებს და აღწერდა 80-ზე მეტი მკვიდრი ამერიკელი ერისკულტურას და ხალხს წერილობითი ინტერვიუებით, ჩანაწერებით და 40,000-ზე მეტი ფოტოს საშუალებით. მისი ნამუშევრები მოიაზრება მკვიდრი ამერიკელების მრავალფეროვანი და მასშტაბერი კულტურის ყველაზე უტყუარ, ვრცელ და ლამაზ ჩანაწერებს შორის. გამოფენა შედგა ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული ედუარდ კურტისის კოლექციის ფოტოების გამოყენებით.

„ეს გამოფენა წარმოადგენს მრავალი თვის ტრენინგის და აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების კულმინაციას,“ განაცხადა ელჩმა იან კელიმ „ მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, საკურატორო საქმე, გამოფენის დიზაინი, ინფორმაციის გავრცელება, ეს ყველაფერი ქართველების მიერ განხორციელდა და არის დასტური თანამშრომლობის, ინოვაციის და კულტურის სექტორში მეწარმეობის ძლიერი სულისკვეთების.“

გამოფენა იხსნება 20 სექტემბერს აბრეშუმის მუზეუმში, 21 სექტემბერს ხელოვნების სასახლეში და 22 სექტემბერს თბილისის ისტორიის მუზეუმში, ქარვასლა. 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე შერჩეული ფოტოები გამოიფინება საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში. ახალგაზრდული და საგანმანათლებლო აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საგამოფენო გუნდის, ამერიკული კუთხეების და ბუქმობილის ერთობლივი მუშაობით.

ამ გამოფენის მოწყობა შესაძლებელი გახდა კონგრესის ბიბლიოთეკის ექსპერტების, „ღია სამყაროს“ ლიდერობის ცენტრის და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დახმარებით. კორპორატიულ სპონსორებს შორის არიან: სასტუმრო რუმსი და ელიტ ელექტრონიქსი.

„ჩვენთვის პატივია, პარტნიორობა გავუწიოთ „ღია სამყაროს“ ლიდერობის ცენტრს და აშშ-ის საელჩოს საქართველოში ედუარდ კურტისის შესანიშნავი ნამუშევრების გამოფენაში,“ განაცხადა კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორმა კარლა ჰაიდენმა „ეს გამოფენა ხაზს უსვავს კოლექციას და კონგრესის ექსპერტი თანამშრომლების მნიშვნელობას.

გამოფენა შექმნილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის კურატორების მიერ. გამოფენის გახსნამდე, 2017 წლის 31 მაისიდან 11 ივნისამდე, ქართველი კურატორები აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით და „ღია სამყაროს“ ლიდერობის ცენტრის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი და ბალტიმორში, მერილენდი. „ღია სამყარო“ საკანონმდებლო შტოს სააგენტოა, რომელიც სპეციალიზდება ევრაზიაში სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების აღზრდის პროფესიულ გაცვლით პროგრამებზე.

„“ღია სამყაროს“ პარტნიორობამ მის ნიჭიერ კურსდამთავრებულებთან, კონგრესის ბიბლიოთეკის ექსპერტებთან და ჩვენს მეგობრებთან აშშ-ის საელჩოში, საქართველოში შედეგი გამოიღო ედუარდ კურტისის ფოტოების შესანიშნავი გამოფენის სახით, რომლის ნახვაც საქართველოში რამდენიმე ადგილას იქნება შესაძლებელი“ განაცხადა „ღია სამყაროს“ ლიდერობის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელჩმა ჯონ ო’კიფმა. „დიდი მადლობა ელჩ კელის და აშშ-ის საელჩოს საქართველოში „ღია სამყაროს“ კურსდამთავრებულების მხარდაჭერისთვის, რომ ეს  რეალობად ექციათ.“

ვაშინგტონში ყოფნისას კონგრესის ბიბლიოთეკამ თავისი კარი გაუღო კურატორების დელეგაციას საქართველოდან. ისინი შეხვდნენ გამოფენის და კოლექციის სპეციალისტებს, რომლებმაც გაუწიეს რეკომენდაციები გამოფენის დაგეგმვაზე. დელეგაცია ასევე ესტუმრა კონგრესის ბიბლიოთეკის ბეჭდვის და ფოტოგრაფების განყოფილებას და შეარჩია ედუარდ კურტისის 43 ფოტო, რომლებიც შემდეგი სამი ძირითადი თემის შესაბამისია:  დედა-მიწა, ტრადიცია, რიტუალი. დამატებით, გამოფენის დიზაინერებმა მონაწილეობა მიიღეს მუზეუმის დიზაინერ პატრიკ გალაგერის კონსულტაციებში და ვორქშოფებში, რომლებიც აშშ-ის საელჩოს მიერ იყო დაფინანსებული. მუზეუმის განვითარების პროექტი იყო 6 თვიანი პროგრამა, რომლის საშუალებითაც  დელეგატებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით 35 კურატორი და მუზეუმის თანამშრომლი დატრენინგდა სახელმწიფო მუზეუმებისთვის მდგრადი ბიზნეს მოდელის შექმნის ხელშეწყობის მიზნით.

კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული ედუარდ კურტისის კოლექციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.loc.gov/pictures/collection/ecur/

2017 წლის 31 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით „ღია სამყაროს“ ლიდერობის ცენტრის პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.openworld.gov/press-releases/open-world-welcomes-delegation-museum-curators-georgia

ეწვიეთ თბილისში გამოფენის ვებგვერდს: www.edwardcurtis.ge

მედიასთან დაკავშირებული კითხვებით, გთხოვთ მოგვწეროთ tbilisipress@state.gov