ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნაზე (16 ივლისი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნაზე (16 ივლისი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: აშშ-საქართველოს სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა. წლევანდელი სწავლება ამ პროგრამის ნაწილია. პროგრამის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების ქვეითთა ბატალიონი გაივლის სპეციალურ სწავლებას, რომელიც მოიცავს სპეცტექნიკას, უნარებსა და ტერიტორიული თავდაცვის მხარდამჭერ მეთოდებს. სიამოვნებით მინდა, მივულოცო 31-ე ქვეით ბატალიონს ამ სწავლების წარმატებით განხორციელება. წვრთნები საქართველოს საბრძოლო მომზადების ცენტრში მიმდინარეობს და ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ ცენტრს შეეძლება უმასპინძლოს და განახორციელოს მაღალი დონის სწავლება.