ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან მშვიდობის კორპუსის მოხალისეების ფიცის დადების ცერემონიალზე (5 ივლისი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან მშვიდობის კორპუსის მოხალისეების ფიცის დადების ცერემონიალზე (5 ივლისი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: დღეს ვზეიმობთ მშვიდობის კორპუსის ახალი მოხალისეების ფიცის დადების ცერემონიას და მშვიდობის კორპუსის 41 ახალი მოხალისე იწყებს სამსახურს საქართველოს მასშტაბით თემებში. 2001 წლიდან 800-ზე მეტმა მშვიდობის კორპუსის მოხალისემ იმსახურა საქართველოში და ისინი არიან მნიშვნელოვანი სიმბოლო ამერიკისა და საქართველოს თანამშრომლობისა, პარტნიორობისა და ამერიკის მხარდაჭერის საქართველოს მიმართ.

კითხვა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: როგორც აქამდე გვითქვამს, თბილისის 20 ივნისის მოვლენები საჭიროებს საფუძვლიან და დაბალანსებულ გამოძიებას გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის შესაბამისად.

კითხვა შესაძლო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: მე კომენტარს ვერ გავაკეთებ იმის შესახებ, თუ უშუალოდ რა სპეციფიკურ ბრალდებებზე მიმდინარეობს გამოძიება. კვლავ, ჩვენი იმედია, რომ ეს მოვლენები იქნება გამოძიებული და ნებისმიერი შესაბამისი ქმედება, რაც მას მოჰყვება, იქნება განხორციელებული გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის შესაბამისად.

კითხვა რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვისა და აფხაზეთთან ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ჩაკეტვის შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: მინდა, აღვნიშნო, რომ ბოლო დღეებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიღებული ზომები, როგორიცაა საქართველოს მიმართულებით ფრენების გაუქმება და რუსი ტურისტების ვიზიტის შეზღუდვა საქართველოში არის გაუმართლებელი, არასაჭირო, არაპროპორციული. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ჩაკეტვა არის სერიოზულად შემაშფოთებელი. ეს უფრო მეტ პრობლემას უქმნის აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ეს ქმედება ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და იწვევს არასაჭირო სირთულეებს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ეს საკითხი იყო განხილული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ჩვენ მოვუწდოებთ სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლებას, გახსნას ადმინისტრაციული გადასაკვეთი პუნქტები. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და შეწყვიტოს შეზღუდვა ჰუმანიტარულ დახმარებასა და გადაადგილების თავისუფლებაზე საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე.