ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან STEM მემკვიდრეობის გამოფენაზე (22 დეკემბერი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან STEM მემკვიდრეობის გამოფენაზე (22 დეკემბერი)

შეკითხვა ღონისძიების შესახებ

ელიზაბეთ რუდი:

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოხარულია, რომ ქართველ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას იღებს გამოფენის გახსნაში, რომელიც მეცნიერებაში, ინჟინერიასა და ინოვაციაში ქართველების წარსული მიღწევების ნიმუშებისა და ფოტოსურათების წარმოდგენას ემსახურება.  კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მომავალში საქართველომ განაგრძოს მეცნიერების, ტექნილოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის დარგებში ახალგაზრდა მეცნიერების, ინჟინრებისა და ნოვატორების განვითარების ხელშეწყობა. ამერიკის საელჩო ამ ძალისხმევას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცით უერთდება, რომელშიც ჩვენ 140 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩავდეთ განათლებისა მეცნიერების განხრით, დაწყებითი სკოლიდან მოყოლებული უნივერსიტეტის ჩათვლით. შევქმენით ლაბორატორიები საქართველოს 100-ზე მეტ სკოლაში და აგრეთვე,ვთანამშრობლობთ უნივერსიტეტებთან. ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წელში კვლავაც ვუმასპინძლებთ მსგავს გამოფენას, რომელშიც უკვე ახალგაზრდა და დამწყები ქართველი მეცნიერების, მათემატიკოსებისა და ინჟინრების მიღწევები იქნება წარდგენილი.

შეკითხვა საქართველოს პოზიციაზე იერუსალიმის შესახებ

ელიზაბეთ რუდი:

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გადაწყვეტილება იერსუალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შეასხებ თანხვედრაშია მის გრძელვადიან ძალისხმევასთან, რაც შუა აღმოსავლეთში მშვიდობიანი პროცესების მხარდაჭერას გულისხმობს. ქართული პოზიციის თაობაზე საქართველოს მთავრობას შეგიძლიათ მიმართოთ. თუმცა, მე გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი კავშირი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, საქართველოსა და გაეროსთან.