ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ამერიკანისტიკის მე-11 საერთაშორისო კონფერენციაზე (8 ნოემბერი)

CDA, Elizabeth Rood. Photo: State Dept
ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ამერიკანისტიკის მე-11 საერთაშორისო კონფერენციაზე (8 ნოემბერი)

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ შავი ზღვის უნივერსიტეტის ამერიკანისტიკის მე-11 საერთაშორისო კვლევით კონფერენციაში. საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტი არის ამერიკის საელჩოს დიდი ხნის პარტნიორი. ეს კონფერენცია ხელს უწყობს ამერიკის შესახებ ცოდნის გავრცელებას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამყარებას.

კითხვა შავი ზღვის უნივერსიტეტის ავტორიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: როგორც ვიცით, პრობლემები, რომელიც ავტორიზაციის პროცესში შეიქმნა, უკვე მოგვარდა. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება შავი ზღვის უნივერსიტეტის სასარგებლოდ და სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა იანვრიდან ჩაირიცხონ უნივერსიტეტში.

კითხვა საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან და სოფელ ატოცთან მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გმობდა და გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ადმინისტრაციულ საზღვართან სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობები; გაიყვანოს ჯარების ომამდელ პოზიციამდე, გააუქმოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და ნება დართოს ჰუმანიტარულ საქმიანობას ამ რეგიონებში.

კითხვა წინასაარჩევნო პროცესსა და გიორგი ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, გამჭვირვალე გარემოში და ამომრჩევლებს ჰქონდათ საშუალება გაეკეთებინათ თავისუფალი არჩევანი. თუმცა, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ წინასაარჩევნო პროცესში გამოვლინდა ხარვეზები და იმედი გვაქვს, რომ შემდეგ ტურში ეს ხარვეზები აღმოიფხვრება, რათა ქართველი ამომრჩევლის ნება თავისუფალ და სამართლიან გარემოში გამოვლინდეს.