
ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან პროფესიული განათლების დაჯილდოების ღონიძიებაზე (9 ნოემბერი)
კითხვა ღონისძიების შესახებ
ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია ხელს უწყობს პროფესიული განათლების განვითარებასსაქართველოში. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით სხვა ქართველ პარტნიორებთან ერთად ფინანსურად მხარს ვუჭერთუნარჩვევების განვითარების კვირეულს, რომელიც პროფესიულ განვითარებას ემსახურება. დღევანდელი დაჯილდოების ცერემონია არის ამ კვირეულის დასრულების აღსაღნიშნიღონისძიება. დღეს ჯილდოები გადაეცათ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კომპანიებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს პროფესიულიგანათლების გაუმჯობესებაში. ეს არის შესანიშნავი თანამშრომლობა, რომელიც ხელს უწყობს დამსაქმებელთა მოთხოვნებისა და დასაქმებულთა უნარჩვევების ურთიერთშეხამებას,რაც საბოლოოდ ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობას მოუტანს.