ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან USDA „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის გახსნის ცერემონიალზე (28 მაისი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან USDA „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის გახსნის ცერემონიალზე (28 მაისი)


კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: მოხარულები ვართ, რომ ვიწყებთ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ახალ ხუთ-წლიან პროგრამას „სურსათი პროგრესისთვის“. პროგრამა, რომლის ბიუჯეტი თოთხმეტ მილიონ დოლარზე მეტია, გააძლიერებს ხორცისა და რძის პროდუქტის წარმოებას საქართველოში. კომპანია „ლენდ ო ლეიკი“ განახორციელებს ამ პროგრამას საქართველოს მთავრობასთან, მიჩიგანის უნივერსიტეტთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით. ეს პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და წვლილს შეიტანს საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობაში.

კითხვა დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: როგორც ვხვდები, დავით გარეჯის საკითხი დიდი ხანია არის განხილვის საგანი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, სასაზღვრო ხაზის დემარკაციაზე მომუშავე ერთობლივი კომისია ბეჯითად მუშაობს ამ საკითხის მოგვარებაზე და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი თანამშრომლობით ეს საკითხი გადაიჭრება.