ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან დაღუპულ მეხანძრეთა მემორიალის პატივის მიგების ცერემონიალზე (22 თებერვალი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან დაღუპულ მეხანძრეთა მემორიალის პატივის მიგების ცერემონიალზე

ელჩის მოადგილე რუდი დაღუპულ მეხანძრეთა მემორიალის პატივის მიგების ცერემონიალზე

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი: ჩვენთვის დიდი პატივია გვირგვინით შევამკოთ მემორიალი, რომელიც ეძღვნება ამერიკაში 11 სექტემბრის თავდასხმის შედეგად დაღუპულ მეხანძრეებს. ეს მონუმენტი ასევე ეძღვნება ყველა ქართველ მეხანძრესა და მაშველს, ვინც სიცოცხლე საკუთარ საქმიანობას შესწირა. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქალაქის ზრდასთან ერთად ვიზრუნოთ მწვანე რეკრეაციული სივრცეების განვითარებასა და გარემოს დაცვაზე. ეს იქნება საუკეთესო მემკვიდრეობა ჩვენი მომავალი თაობებისთვის.

კითხვა აშშ-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაგეგმილი პროექტების შესახებ

აშშ-ის ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი: მცხეთა-მთიანეთთან თანამშრომლობა არის საქართველო – ამერიკის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შემადგენელი ნაწილი. დღევანდელი ღონისძიება „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურთან“ ერთად დაიგეგმა და განხორციელდა. ამ სამსახურს მცხეთა-მთიანეთში რამდენიმე პროექტი აქვს წამოწყებული. სარწყავი წყლის მოსამარაგებლად გაკეთდება ჭები. აშენდება თავშესაფარი, რომელიც მოემსახურება ოჯახისა და მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ხანდაზმულებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილება მოუწიათ. ჩვენ, ასევე, უზრუნველვყოფთ სხვადასხვა სახის სამშენებლო აღჭურვილობისა და სამედიცინო დახმარების მოწყობილობის მომარაგებას.