საელჩოს ვაკანსიები

გმადლობთ, რომ დაინტერესდით აშშ-ის საელჩოში დასაქმებით. არსებული ვაკანსიების სანახავად და განაცხადის შესატანად, გთხოვთ, ეწვიოთ შერჩევის ახალი ელექტრონულ აპლიკაციას (ERA) (https://go.usa.gov/xmy5e).

დაინტერესებული კანდიდატების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე განაცხადების შეტანა უნდა მოხდეს, მხოლოდ, ERA-ს აპლიკაციის მეშვეობით.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში

  1. გადადით  ERA-ს ინტერნეტ-გვერდზე
  2. სრულად გაეცანით გამოცხადებულ ვაკანსიას და დარწმუნდით, რომ აკმაყოფილებთ ყველა ზოგად და საკვალიფიკაციო მოთხოვნას.
  3. შედით თქვენს ERA-ს მომხმარებლის გვერდზე. თუ არ გაქვთ საკუთარი გვერდი ERA-ში, დააჭირეთ ღილაკს Log in, შემდეგ Create Account და მიჰყევით ინსტრუქციას.
  4. აირჩიეთ პოზიცია, რომელზეც გსურთ განაცხადის შეტანა.
  5. დააჭირეთ „Vacancy Details”-ის  ქვეშ არსებულ „Apply to this Vacancy”-ს ლურჯ ღილაკს.
  6. უპასუხეთ კითხვებს, აკმაყოფილებთ თუ არა პოზიციის მოთხოვნებს (ან გადახედეთ სხვა ვაკანსიებზე ERA-ს გამოყენებით თქვენ მიერ გაცემულ წინა პასუხებს).
  7. ვაკანსიასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხეთ თქვენი სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.
  8. დარწმუნდით, რომ წარდგენილი გაქვთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია ვაკანსიის დახურვამდე.

იხილეთ დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ERA-ს სისტემა არ გამოიყენება სტაჟირების პროგრამისთვის. თუ თქვენ დაინტერსებული ხართ  საელჩოში სტაჟირების პროგრამით, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს

ვის შეუძლია მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტს უნდა ჰქონდეს საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მუშაობის უფლება.

მადლობას ვუხდით ყველა დაინტერესებულ აპლიკანტს მონაწილეობისათვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომდევნო ეტაპის შესახებ, მხოლოდ იმ კვალიფიცირებულ და უფლებამოსილ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ პოზიციის მოთხოვნებს.

დასაქმების სამართლიანი და თანასწორი პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო უზრუნველყოფს სამართლიან და თანასწორ პოლიტიკას თანამშრომელთა შერჩევის დროს მათი რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, წარმომავლობის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობების, პოლიტიკური შეხედულებების, ოჯახური მდგომარეობისა  და  სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.