ხშირად დასმული კითხვები

Q: როდის ცხადდება აშშ-ის საელჩოში ვაკანსია?
A: ვაკანსიის გამოცხადების დადგენილი ვადები არ არსებობს.

Q: როგორია შერჩევის პროცესი?
A: თანამშრომელთა შერჩევის ელექტრონული აპლიკაცია (ERA)-ს მეშვეობით გადაირჩევა ის აპლიკაციები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიაში დაფიქსირებულ მინიმალურ მოთხოვნებს და რომლებიც გადავლენ შერჩევის შემდეგ ეტაპზე: ტესტირება და გასაუბრება. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს დამქირავებელი განყოფილების ამერიკელი ხელმძღვანელი.

Q: შესაძლებელია თუ არა განაცხადის შეტანა ერთზე მეტ ვაკანსიაზე?
A: დიახ, შესაძლებელია. აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს განაცხადი შეიტანოს ერთზე მეტ ვაკანტურ პოზიციაზე ელექტრონული აპლიკაცია (ERA)-ს მეშვეობით. იმისათვის რომ თქვენი კანდიდატურა განიხილონ, აუცილებელია, რომ კანდიდატი აკმაყოფილებდეს ვაკანსიაში მითითებულ ყველა აუცილებელ მოთხოვნას.

Q: აუცილებელი არის თუ არა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა იმისათვის, რომ დავიწყო მუშაობა აშშ-ის საელჩოში?
A: უცხო ენის ცოდნის სრულყოფილად მოთხოვნა, მათ შორის ინგლისური ენის, განსხვავებულია პოზიციის მოთხოვნებიდან გამომდინარე. დეტალური ინფორმაცია ვაკანსიების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ აღწერილია ვაკანსიის ტექსტში.

Q: მე არ მაქვს შესაბამისი განათლება და სამუშაო გამოცდილება, რომელიც მოითხოვება გამოცხადებულ ვაკანსიაზე. შესაძლებელია თუ არა, რომ გადმოვაგზავნო საბუთები და მივიღო მონაწილეობა კონკურსში?
A: იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება ან/და განათლება, რომელიც მოთხოვნილია კონკრეტულ ვაკანსიაზე, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Q: ვარ აშშ-ის მოქალაქე, ამჟამად ვცხოვრობ საქართველოში, მაქვს თუ არა უპირატესობა შერჩევის პროცესში?
A: საქართველოში მცხოვრები აშშ-oს მოქალაქეები, ადგილობრივ პოზიციებზე შერჩევის პროცესის დროს, უპირატესობებით არ სარგებლობენ.

Q: შეუძლია თუ არა აშშ-ის მოქალაქეს მონაწილეობა მიიღოს კონკურში?
A: იმისათვის რომ აშშ-ის მოქალაქე დასაქმდეს ადგილობრივ პოზიციაზე, აუცილებელია მას გააჩნდეს საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობის ან ბინადრობის უფლება და სრულად აკმაყოფილებდეს ვაკანსიის მოთხოვნებს. კანდიდატმა სხვა დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთებიდან ერთ-ერთი: ორმაგი მოქალაქეობის საბუთი, საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობის ან ბინადრობის უფლება. სხვა შემთხვევაში თქვენი აპლიკაცია არ განიხილება.

Q: რატომ იყენებს საელჩო შერჩევის ელექტრონულ აპლიკაცია ERA-ს?
A: ERA-ს მიზანია, გლობალურად აშშ-ს საელჩოებში, შერჩევის პროცესის სტანდარტიზაცია და გამარტივება.

Q: როგორ გავიგებ რომ ჩემი მომხმარებლის გვერდი ERA -ში შეიქმნა?
A: ERA -ში მომხმარებლის გვერდის შექმნისთანავე მიიღებთ გვერდის შექმნის დამადასტურებელ შეტყობინებას. გთხოვთ, დაიმახსოვროთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, მომხმარებლის სახელი და პაროლი რომ შეძლოთ სისტემაში შესვლა.

Q: როგორ ავტვირთო დოკუმენტები ჩემს პირად გვერდზე ERA-ში? რა დოკუმენტების წარმოდგენაა საჭირო ვაკანსიაზე განაცხადის გასაკეთებლად?
A: მას შემდეგ რაც უპასუხებთ კითხვებს თქვენი განათლების და სამუშაო გამოცდილების შესახებ, გექნებათ შესაძლებლობა მოთხოვნილი დოკუმენტაციის ატვირთვის.
დააჭირეთ ღილაკს „Upload from your computer“ რომ ატვირთოთ დოკუმენტები. აირჩიეთ დოკუმენტის ტიპი ჩამოსაშლელი მენიუდან. აქვე გაქვთ საშუალება დაწეროთ დოკუმენტის აღწერილობა . დააჭირეთ ღილაკს “Browse” და მოძებნეთ სასურველი დოკუმენტი. დააჭირეთ ღილაკს “Upload.”
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკრეტული დოკუმენტის ტიპის ქვეშ მხოლოდ ერთი დოკუმენტის ატვირთვაა შესაძლებელი. რამდენიმე დოკუმენტის ატვირთვის შემთხვევაში სისტემა შეინახავს მხოლოდ ბოლოს ატვირთულ დოკუმენტს. დააჭირეთ ღილაკს “Save and Continue.”
სხვადასხვა ვაკანსიებზე საჭიროა სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები. ვაკანსიის ტექსტში დაფიქსირებულია კონკრეტულად ამ ვაკანსიისათვის აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი. იმ შემთხვევაში თუ განაცხადის დაფიქსირებისას პროგრამაში რომელიმე დოკუმენტი არ გაქვთ ატვირთული, მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას „Missing Document“.შესაძლებელია მოთხოვნილი იყოს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა: განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ( დიპლომის ასლი ან აკადემიური მოსწრების ფურცელი ), მართვოს მოწმობა (მოთხოვნილი კატეგორია დაკონკრეტებული იქნება ვაკანსიის ტექსტში), პასპორტი და ა.შ.

Q: იმ შემთხვევაში თუ აღარ მახსოვს ERA-ს მომხმარებლის პაროლი არის თუ არა შესაძლებელი მისი აღდგენა?
A: დააჭიღეთ ღილაკს Forgot password და უპასუხეთ საიდუმლო კითხვებს. ახალი პაროლის დასარეგისტრირებლად მიჰყევით ელ.ფოსტაზე მიღებულ ბმულს. ახალი პაროლი უნდა აკმაყოფილებდეს სისტემის მოთხოვნებს. დააჭირეთ ღილაკს submit. თქვენ მიიღებთ ახალი პაროლის დარეგისტრირების დამადასტურებელ შეტყობინებას. სისტემაში შესასვლელად უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ არსებული მომხმარებლის სახელი და ახალი პაროლი.
Q: როგორ მოვიქცე თუ არ მახსოვს პასუხი საიდუმლო კითხვაზე?
A: ამ შემთხვევაში თქვენ ვერ შესძლებთ სისტემაში შესვლას. გთხოვთ, შექმნათ ახალი გვერდი და გამოიყენოთ სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართი.

Q: იმ შემთხვევაში თუ ჩემი კანდიდატურა არ იქნა შერჩეული, მივიღებ თუ არა ამის შესაღებ ინფორმაციას?
A: იმ შემთხვევაში თუ ვაკანსიის დახურვიდან 6 კვირის მანძილზე არ დაგიკავშირდით, ეს იმას ნიშნავს რომ, თქვენი აპლიკაცია ამ პოზიციაზე არ არის შერჩეული. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ვუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს,რომლებმაც გაიარეს გასაუბრების ეტაპი.

Q: არის თუ არა საელჩოში სტაჟრების შესაძლებლობები?
A: საელჩოში პერიოდულად ცხადდება სტაჟირება სხვადასხვა განყოფილებებში, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის. ინფორმაციას არსებულ სტაჟირების პროგრამაზე შესაძლებელია გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.