როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ვაკანსიის ტექსტს და დარწმუნდეთ, რომ სააპლიკაციო ფორმის ყველა ველი შევსებულია, მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად არის წარმოდგენილი და ნათლადაა აღნიშნული თუ როგორ აკმაყოფილებთ ვაკანსიაში მითითებულ ყველა  მოთხოვნას.

სავალდებულო პირობები:

  • ყველა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული უნივერსალური აპლიკაციის ფორმა DS-174. CV/რეზიუმე არ განიხილება;
  • უნივერსალური აპლიკაცია DS-174 სრულად უნდა იყოს შევსებული, ყველა ველი მონიშნული და ბოლოს ხელმოწერილი;
  • განათლების დამადასტურებელი საბუთი, დიპლომი, სერთიფიკატი, მოქმედი მართვის მოწმობა, და/ან სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს PDF ფორმატში;
  • საქართველოს მოქალაქემ DS-174 აპლიკაციაში (12b ნაწილში) უნდა დააფიქსიროს პირადი ნომერი (11 ნიშნა) ან წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი: საქართველოს მოქალაქის პასპორტი, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობის ან ბინადრობის უფლების დამადასტურებელი საბუთი;
  • აპლიკაციის პაკეტი გადმოგზავნილი უნდა იყოს ერთ ელექტრონულ წერილში. (Email) იმ შემთხვევაში, თუ წერილის ზომა აღემატება 9 მეგაბაიტს, შესაძლებელია, რომ დაიყოს 2 ელექტრონულ წერილად და ისე გადმოგზავნოს;
  • ელექტრონული წერილის სათაურში დაფიქსირებული უნდა იყოს აპლიკანტის და ვაკანსიის სახელი. (მაგალითად: სმიტი ნინო, ადმინისტრაციული ასისტენტი, 19/17);
  • აპლიკაციის პაკეტი უნდა გადმოიგზავნოს არაუგვიანეს ვაკანსიის დახურვის დღისა, საღამოს 11:59 საათამდე (საქართველოს დროით) შემდეგ მისამართზე: hrotbilisi@state.gov

აპლიკაციის გამოგზავნის შემდეგ თქვენ მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ  ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას, თქვენი აპლიკაციის სტატუსის გადასამოწმებლად.

იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ კომპიუტერთან წვდომა, აპლიკაციის პაკეტის ამობეჭდილი ვერსია შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ფოსტით, ვაკანსიის დახურვამდე, შემდეგ საფოსტო მისამართზე:

აშშ-ის საელჩო თბილისი
11, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა
თბილისი, საქართველო 0131
ადრესატი: ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება

განცხადების შემოტანის შემდეგ თუ ჩათვლით, რომ გამოგრჩათ რაიმე ან დამატებით გსურთ წარმოადგინოთ საჭირო დოკუმენტაცია, გთხოვთ, ასეთი ინფორმაცია გამოაგზავნოთ ვაკანსიის ვადის ამოწურვამდე.  სხვა შემთხვევაში თქვენი აპლიკაცია არ განიხილება.